მთავარი საკითხავი საინტერესო ფაქტები შოკოლადზე

საინტერესო ფაქტები შოკოლადზე

by guramus

ყველასათვის საყვარელ ნუგბარს, შოკოლადს, წარმოშობის საინტერესო ისტორია აქვს. შესანიშნავ გემოსთან ერთად ის სხვა უამრავი სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თურმე მცდარია მოსაზრება, რომ შოკოლადი ჩვენი წონის მომატებას უწყობს ხელს.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს შოკოლადსა და მის ნაირსახეობაზე:

  • Chocolate Chip Cookie -ის გამომგონებელმა საკუთარი იდეა ნესტლეს მიყიდა, სანაცვლოდ კი შოკოლადისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამო, სიცოცხლის ბოლომდე შოკოლადით მომარაგება ითხოვა.

  • M&M’S 1941 წელს შეიქმნა. მისი წარმოშობის ისტორია  ჯარისკაცებს უკავშირდებათ: საჭირო გახდა შოკოლადის ისეთი ფორმით შენახვა, რომ მას ფორმა, გემო და ვიზუალი არ დაკარგვოდა.

  • ყველაზე დიდი შოკოლადის ფილის წონა 5.827 კილოგრამი იყო. ის 2013 წლის 13 სექტემბერს, შოკოლადის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაამზადა კომპანია Thorntons-მა. მის შექმნაში მონაწილეობა 50-მა თანამშრომელმა მიიღო. სიგრძემ 4 მეტრი შეადგინა.

  • შოკოლადის ჩიფსები კოკა-კოლასთან ერთად, ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია.

  • შოკოლადი აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის გონებას და ებრძვის კარიესს.

  • ამერიკულ შავ შოკოლადში სუფთა შოკოლადის, კაკაოს წილი 15% ან მეტია, ხოლო ევროპულ შავ შოკოლადში – 35% +.

  • ლათინურ ქვეყნებში შოკოლადს “ღმერთების საჭმელს” ეძახიან.

  • დაახლოებით 900 -1000 მარცვალი კაკაო სჭირდება 1 კილოგრამი შოკოლადის დამზადებას.

  • როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტ შოკოლადის ერთი წლის განმავლობაში დანიელები მიირთმევენ. საშუალოდ, ერთი დანიელი 365 დღის მანძილზე, თითქმის 14 კილოგრამ შოკოლადს ჭამს.

  • რამოდენიმე ამერიკულმა სოციოლოგიურმა სამსახურმა სხვადასხვა დროს გამოკითხვა ჩაატარა, თუ როგორი ტიპის შოკოლადია პოპულარული ამერიკელ ხალხში. სტატისტიკის მიხედვით, შოკოლადის მოყვარული ამერიკელების 75%-81% რძიან შოკოლადს ანიჭებს უპირატესობას.

  • ევროპელი ქალბატონების თქმით, მათი სასურველი საჩუქარი წითელი ვარდები და ბევრი შოკოლადია.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: