მთავარი საკითხავი “ქალის შეცდომა კაცის სისუსტეს ნიშნავს”-ონორე დე ბალზაკის აზრები

“ქალის შეცდომა კაცის სისუსტეს ნიშნავს”-ონორე დე ბალზაკის აზრები

by guramus

ფრანგული და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახემ, ონორე დე ბალზაკმა საკუთარ სახელს თავადვე მიამატე “დე,” რომელიც მის პერიოდში მაღალი დონის წოდებას გამოხატავდა.

წარმატებული სამწერლობო კარიერის პარალელურად, ფრანგი მწერალი პირად უიღბლობას განიცდიდა. მას საერთოდ არ ჰქონდა კავშირი ოჯახთან, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობები არც კი გააჩნდა. საბოლოოდ მწერალმა  დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღო, დაქორწინდა, ხოლო ქორწილიდან ხუთ თვეში, გარდაიცვალა.

ლიტერატურის მოყვარულები და კრიტიკოსები ამბობენ, რომ მის აზრებში, ნაწერებსა თუ ნოველებში მწერლის სულიერი მხარე ნათლად ჩანს. ამიტომაც, მკითხველი მარტივად ხვდება მწერლის სულიერ, ფსიქოლოგიურ თუ მატერიალურ გასაჭირს.

 

აზრები:

  • “უმჯობესია კაცი მკვდარი იყოს, ვიდრე უბედური”
  • “ადამიანი ჯამბაზია”
  • „სიძუნწე იქ იწყება, სადაც სიღარიბეს ბოლო ეღება“
  • “თუ ქალი არავის ნებდება, ე.ი. სურს ყველა შეინარჩუნოს”
  • “ქალის შეცდომა კაცის სისუსტეს ნიშნავს”
  • „მიჯნურთა სურვილი ყველაფერს ამარცხებს“
  • „ბედი არასოდეს არ უღიმის არც სულელებს და არც უნიჭოებს“
  • „ის ვინც შედეგებს ამჩნევს, მიზეზებსაც პოულობს“
  • „ყველა ქალი, რომელსაც ვინმე უყვარს, ანგელოზია”
  • „არსებობენ ბუნდოვანი შეგრძნებები და ისინი შენთვის უნდა შეინახო”
  • „რა ადვილია ვინმეს მიანიჭო ბედნიერება, თუ ეს ბედნიერება არაფრად გიჯდება“
  • “საერთოდ ხალხს ვერ წარმოუდგენია, თუ სიყვარული შეიძლება უცბად გაქრეს”
  • “თუ გსურთ ქალს უყვარდეთ, ნურასოდეს ისე ნუ გაშორდებით მას, თუ ცოტას არ ატირებთ”
  • „არაფერია ისე ნაკლებ ცნობილი, ვითარც ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს”
  • „ქალებს გააფთრებით სძულთ ის მამაკაცები, რომელთაც ვერ უპასუხეს მათ სიყვარულს იმ წუთში, როდესაც მათ სურდათ“
  • “მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე სხვის ლოგინში”

     

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: