მთავარი ურთიერთობები 6 აკრძალული ფრაზა, რომლითაც ქალს უნებურად შეურაცხყოფას აყენებთ

6 აკრძალული ფრაზა, რომლითაც ქალს უნებურად შეურაცხყოფას აყენებთ

by guramus

წონა დელიკატური საკითხია, მაშინაც კი თუ ქალს იდეალური ფიგურა აქვს. კომპლიმენტის გაკეთებისას ან შენიშვნის მიცემისას წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. სტატიაში მოცემულია 6 ფრაზა, რომლითაც ქალს უნებურად გულს ტკენთ:

1. ნუ აკონტროლებ წონას, მაინც არაჩვეულებრივად გამოიყურები!
შეიძლება, ქალისთვის კომპლიმენტის თქმა გსურდათ, მაგრამ დიდი ალბათობით აწყენინეთ. პირველ რიგში, ქალმა შეიძლება ჩათვალოს რომ ეპირფერებით ან დასცინით. მერე მეორე, ადამიანი დისკომფორტს გრძობს, ფიქრობს, რომ მის სხეულს აკვირდებით და აფასებთ. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ხშირად აკომპლექსებთ ფიგურა, ამიტომ წონაზე საუბრისგან თავი შეიკავეთ.

2. მსუქანი არ ხარ, ორი-სამი კილო რომ დაგაკლებინა… მეტი არც გინდა!
გგონიათ, ყველა ქალს სურს, რომ ძალიან გამხდარი იყოს? შეხედეთ თუნდაც ცნობილ სახეებს: ბიონსეს, რიანას, ამბერ როუზს, კიმ კარდაშიანს, ნიკი მინაჟის… ისინი ვარჯიშობენ და მრგვალ ფორმებს ინარჩუნებენ. შეუძლიათ, წონაში დაიკლონ, მაგრამ სავსე ფიგურა ურჩევნიათ. შეიძლება, თქვენი ნაცნობი/მეგობარი საკუთარ სხეულზე შეყვარებულია და არ სურს წონაში დაკლება. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ სიტუაციაში და მასაც ნუ აწყენინებთ.

3. რა საყვარელი მუცლუკა გაქვს
სიტყვა „საყვარელი” ბაჭიას უფრო შეეფერება, ვიდრე ქალის მუცელს. თუ მაინც და მაინც კომპლიმენტის გაკეთება გინდათ, ხაზი გაუსვით მის თვალებს.

4. კიდევ უფრო ლამაზი იქნებოდი წონა ხელს რომ არ გიშლიდეს
თქვენი აზრით, ქალი თავად ვერ ხვდება რომ დიეტის დაცვის დროა? ვინ იცის, იქნებ ვარჯიშობს და კვებით აკრძალვებსაც უწესებს საკუთარ თავს?! გაითვალისწინეთ, რომ სილამაზე წონის სიმცირესთან არ არის დაკავშირებული. არსებობენ სავსე, ლამაზი ქალები. კაცების გარკვეულ ნაწილს სწორედ ქალური ფორმები ესექსუალურება და ხიბლავს.

5. უკეთესად იკვებე, როგორი გამხდარი ხარ!
თუ ქალი გამხდარია ნუ დაასკვნით, რომ შიმშილობს. ხანდახან სიგამხდრე გენეტიკურია. შეძლება ქალს რაიმე დაავადება სჭირდეს ან სწრაფი მეტაბოლიზმი ჰქონდეს. მაშინაც კი თუ ბევრ კალორიას იღებს, ორგანიზმი სწრაფად გადაამუშავებს საკვებს, გაიწოვს და ცხიმი არ გროვდება.

6. ნამდვილ ქალს ქალური ფორმები უნდა ჰქონდეს!
რას ბოდავთ? ქალების საკმაოდ დიდ ნაწილს პატარა მკერდი და უკანალი აქვს. რა საჭიროა ხაზი გაუსვათ ამ დანაკლისს? ნუ დააკომპლექსებთ ქალს. მართლა გგონიათ, რომ ქალურობის განმსაზღვრელი 3 ზომა მკერდია?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: