მთავარი საკითხავი ლოცვა საქმის დაწყების წინ – ეს ყველა ქრისტიანის კარიერული წინსვლის საწინდარია

ლოცვა საქმის დაწყების წინ – ეს ყველა ქრისტიანის კარიერული წინსვლის საწინდარია

by guramus

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველი საქმის დაწყების წინ, თუნდაც ეს საქმე უმნიშვნელო იყოს. როდესაც უფალი ჩვენს გვერდით არის ნებისმიერი საქმე წარმატების მომტანია. ყველაფერი უფლის ნებით ხდება, იყავით მადლიერი.

 

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

მაკურთხე უფალო და შემწე მეყავ მე, ცოდვილს, აღსრულებასა ზედა ამის საქმისასა სადიდებელად შენდა.

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო მხოლოდშობილო დაუსაბამოისა მამისაო, შენ სთქუ ყოვლადწმიდითა ბაგითა შენითა: ვითარმედ გარეშე ჩემსა არცა ერთი რაჲ ძალგიძსთ. უფალო ჩემო, უფალო, რწმენით მომიცავს გულსა და სულსა შინა ჩემსა შენ მიერ თქმული, შეუვრდები სახიერებასა შენსა: შემეწიე მე ცოდვილს, რათა საქმეჲ ესე, ჩემ მიერ დაწყებული განვასრულო შენ მიერ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისათა და ყოველთა წმიდათათა, ამინ.