ფრჩხილის ჩაბრუნება ძალიან მტკივნეულია. ძირითადად, კანის რბილ ადგილს ბრუნდება არასწორად გაზრდილი ფრჩხილი და ვისაც ეს გამოუცდია, დაგვეთანხმება, რომ სასწაულად მტკივნეულია. გარდა ამისა, შეიძლება ინფექციაც შეიჭრას და გართულებები მოჰყვეს.
მისი მკურნალობა ქირურგიული ჩარევით არის შესაძლებელი, თუმცა არც ისე სასიამოვნო პროცესია ფრჩხილის და კანის გაჭრა და სხვადასხვა სამედიცინო პროცედურების ჩატარება.
ფრჩხილის ჩაბრუნების რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითად, არასწორად დაჭრილი ფრჩხილები, ვიწრო ფეხსაცმელი, ტრამვა, სხვადასხვა ანატომიური ფაქტორები და ა.შ.
ამ სტატიაში გთავაზობთ სასწაულმოქმედ რეცეპტს, რომელიც სახლის პირობებში შეგიძლიათ გააკეთოთ და შედეგი სასწაულად მაგარია.
თავდაპირველად საჭიროა დავიცვათ ჰიგიენა. გაითვალისწინეთ, რომ ფრჩხილის ჩაბრუნების ადგილას კანი არის განსაკუთრებით საშიშ მდგომარეობაში. დიდია რისკი ინფექციის შეჭრის. ამიტომ საჭიროა მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენა.
ინსტრუქცია
5 ლიტრ ცხელ წყალს დაუმატეთ 3 ს/კ საკვები სოდა. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 37 გრადუსი. ჩააწყეთ ფეხები წყალში და გააჩერეთ მანამ, სანამ ფრჩხილი კარგად არ დარბილდება. ამის შემდეგ ნელნელა დაიწყეთ მისი მოჭრა, სანამ ჩაბრუნებულ ნაწილს სრულად არ ამოიღებთ კანიდან.
ხელსაწყოდ გამოიყენეთ პლასტმასის ნივთები. რკინამ შეიძლება გატკინოთ ფრჩხილი. ასევე აუცილებელია სამედიცინო ბამბის და ბინტის გამოყენება. დაიცავით ჰიგიენა, რათა ინფექცია არ შეგეჭრათ.
პროცედურის დასრულების შემდეგ, 15 დღე უნდა იცვალოთ სახვევები. ასევე კარგი იქნება თუ წაისვამთ თაფლისა და ნივრის ნარევს. 1 ს/კ თაფლს დაუმატეთ 1 კბილი ნიორი და მიღებული მასა წაისვით ფრჩხილზე. კარგად შეიხვიეთ. ყოველ დღე უნდა შეიცვალოთ სახვევიც და თაფლისა და ნივრის ნარევიც.