მთავარი ურთიერთობები რას ნიშნავს ეროტიკული სიზმრები – როცა შეყვარებული გყავთ, მაგრამ სიზმარში სექსი სხვასთან გაქვთ

რას ნიშნავს ეროტიკული სიზმრები – როცა შეყვარებული გყავთ, მაგრამ სიზმარში სექსი სხვასთან გაქვთ

by guramus

ყველა ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონია სიზმარში სექსი. შეიძლება ამის გამო სინდისის ქენჯნაც განუცდიათ, რომ სიზმრად ნანახი სექსუალური პარტნიორი, შეყვარებული ან ქმარი არ ყოფილა.

გთავაზობთ მსგავსი სიზმრების რამდენიმე მაგალითს და განმარტებებს, თუ როგორ იშიფრება ისინი:

თუ სიზმარში ყოფილ თანამშრომელთან გქონდათ ვნებიანი სექსი, მაგრამ სინამდვილეში არ გიზიდავდათ – შეიძლება ეს ადამიანი თქვენი სულის ნაწილი იყოს. სიზმარში ყოველთვის იმას ვხედავთ, ვინც ქვეცნობიერად ჩვენთან კავშირშია.

ამ სიზმრის მიხედვით, ცხოვრებაში კონტროლს საკუთარ თავზე იღებთ და ორიენტირებული ხართ წარმატებაზე.

ორალური სექსი სიზმარში –
 მსგავსი სიზმარი დასტურია იმისა, რომ თავდაჯერებული ხართ და მიზანსწრაფული. იცით რა გინდათ ცხოვრებისგან.

როცა შეყვარებული გყავთ, მაგრამ სიზმარში სექსი სხვასთან გაქვთ – სხვა პარტნიორი სიზმარში თქვენი ქვეცნობიერის ანალოგია. როგორსაც ზედავთ პარტნიორს, ისეთი გინდათ რომ იყოთ რეალურად.

სექსი საუკეთესო მეგობართან
 ეს ნიშნავს, რომ მეგობრული ურთიერთობები გაკლიათ და ამ გზით გინდათ შეივსოთ მოთხოვნილება.

თუ სექსუალური სიზმრები არასდროს გქონიათ, ან არ გამახსოვრდებათ – ყველა ადამიანი ღამის განმავლობაში 3-დან 9 სიზმრამდე ნახულობს, მაგრამ უმრავლესობას ბევრი არ ამახსოვრდება. სიზმარში ხშირად, ჩვენი პრობლემები იხსნება და თუ თქვენ პრობლემები არ გაქვთ, ე.ი. არც არაფერი გაწუხებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: