მთავარი რჩევები “კარაბადინში ამოვიკითხე, რომ ჩვენი წინაპრები კბილებს ამ სამი ინგრედიენტის დახმარებით უვლიდნენ. მეც გადავწყვიტე მომესინჯა. ასეთ შედეგს ნამდვილად არ მოველოდი.”

“კარაბადინში ამოვიკითხე, რომ ჩვენი წინაპრები კბილებს ამ სამი ინგრედიენტის დახმარებით უვლიდნენ. მეც გადავწყვიტე მომესინჯა. ასეთ შედეგს ნამდვილად არ მოველოდი.”

by guramus

კარგად მოვლილი კბილები ადამიანის სილამაზესა და ჯანმრთელობას განსაზღვრავს. ჩვენი წინაპრები კბილებს წმინდად დაფქული ნახშირით, მარილით, შინდის კერკითა და ღომის გამხმარი მარცვლების ფხვნილით ისუფთავდებდნენ.

ყველა ზემოთჩამოთვლილი საშუალება კბილებს ათეთრებდა და ხელს უშლიდა სისხლდენას. რაც შეეხება შინდის კერკს – გარდა იმისა, რომ იგი სასიამოვნო სურნელით გამოირჩეოდა, ერთგვარი “კბილის ელექსირის ფუნქციასაც” ასრულებდა.

პირის ღრუს სისუფთავის დაცვის მიზნით, ასევე სცოდნიათ ჭამის შემდეგ პირში ღვინის ან წყლის გამოვლება, ხილის – კონკრეტულად კი, ვაშლის ჭამა.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გაიწმინდეთ კბილები  წმინდად დაფქული ნახშირით, მარილით, შინდის კერკითა და ღომის გამხმარი მარცვლების ფხვნილით. მათი შერევით სასწაულმოქმედი მათეთრებელი ფხვნილი მიიღება, რომელიც კბილებს თოვლივით ქათქათას გახდის.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: