მთავარი რჩევები “ასაკთან ერთად ჩემმა სახის კანმაც ნაოჭები გაიჩინა, ამიტომ დროა ბოსტნეულის ეს ნიღბები გამოვიყენო.”

“ასაკთან ერთად ჩემმა სახის კანმაც ნაოჭები გაიჩინა, ამიტომ დროა ბოსტნეულის ეს ნიღბები გამოვიყენო.”

by guramus

ყველასთვის ცნობილია, რომ ნატურალური პროდუქტების ნიღაბი (ხილი, ბოსტნეული, საფუარი) ზოგჯერ კანის გაახალგაზრდავების მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე კოსმეტოლოგიური კრემები.

კანიანად მოხარშული კარტოფილი

შესანიშნავი მკვებავი საშუალება მოდუნებული და გამოფიტული კანისთვის. მოხარშულ კარტოფილს გააცალეთ კანი და დაჭყლიტეთ რძესთან ერთად, ოდნავ გააციეთ და თბილ-თბილი დაიდეთ სახეზე.

მოხარშული კარტოფილი

რძეში მოხარშეთ კარტოფილი, დაჭყლიტეთ და სახეზე დაიდეთ. ეს ნიღაბი დაღლილობის კვალს წაშლის და ნაოჭებს გაგისწორებთ.

ლიმონი

წყალში გაზავებული ლიმონის წვენი მკურნალობს ნახეთქებს, ავიწროვებს ფორებს და კანს გლუვს ხდის. თუ თქვენ მშრალი კანი გაქვთ, ლიმონს ხშირად ნუ მოიხმართ.

ვაშლი

გახეხილი ვაშლის ფაფა ნიღაბივით დაიდეთ სახეზე ან კანი გაისუფთავეთ 1 ნაჭერი ვაშლით. ვაშლი ანოტივებს და ამაგრებს კანს, მოქმედებს დამამშვიდებლად.

კომბოსტოს მწნილი – აცოცხლებს, ანოტივებს კანს, სპობს ნახეთქებს და კანი გლუვი ხდება.