მთავარი ურთიერთობები ქალებს მხოლოდ ერთხელ უყვარდებათ – მეცნიერული გამოკვლევის შედეგი

ქალებს მხოლოდ ერთხელ უყვარდებათ – მეცნიერული გამოკვლევის შედეგი

by guramus

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქალებს მხოლოდ ერთხელ შეყვარების უნარი აქვთ. ყველა სხვა კავშირი ან სექსუალური ლტოლვაა ან შეჩვევა.

მამაკაცებს კი ერთდროულად სამი-ოთხი ქალის შეყვარება შეუძლიათ, რაც გამრავლებისკენ გენეტიკურად ჩადებული სწრაფვითაა განპირობებული. ქალის მთავარი მიზანი შვილების აღზრდაა, ამიტომ ესწრაფვიან ოჯახის შექმნასა და შენარჩუნებას.

სიყვარულის ბუნებას უკვე დიდიხანია ზედმიწევნით სწავლობენ მეცნიერები. მექსიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს რომ მამაკაცს არ შეუძლია ოთხ წელზე მეტ ხანს უყვარდეს. და მიზეზი გენებია, რომლებიც გამრავლებაზე აგებენ პასუხს.

ამერიკელი მეცნიერები კი დაჟინებით იმეორებენ, რომ ნამდვილი სიყვარული მარადიულია. იმ წყვილების ტვინის შესწავლამ, რომლებიც დიდი ხნის თანაცხოვრებით ბედნიერნი არიან აჩვენა, რომ მათში გამომუშავდება  ის ჰორმონები, რომლებიც ჩვეულებრივ შეყვარებულ ადამიანებს აქვთ.