მთავარი რჩევები “თურმე მწვანე ჩაი გულის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. კარდიოლოგმა მითხრა პირველივე კონსულტაციაზე.”

“თურმე მწვანე ჩაი გულის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. კარდიოლოგმა მითხრა პირველივე კონსულტაციაზე.”

by guramus

დიეტოლოგები აცხადებენ, რომ ჩაი გულის მუშაობაზე სასარგებლოდ მოქმედებს. ფინელმა და ფრანგმა მეცნიერებმა დამოუკიდებლად აღმოაჩინეს, რომ ჩაის მოყვარულთა შორის იშვიათია გულსისხლძარღვთა დაავადებები.

მეცნიერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩაიში შემავალი ფლავოინოიდები გულისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე დადებით ზეგავლენას ახდენს.

ფინეთში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ადამიანებს, რომლებიც დღეში 2 ფინჯან ჩაიზე მეტს მიირთმევენ, 21% ით უქვეითდებათ გულის შეტევის განვითარების რისკი.

ხოლო ფრანგი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჩაის მოყვარულებს, რომლებიც 3 ფინჯან ჩაის სვამენ, გულის დაავადების 32% ით ნაკლები რისკი აქვთ. ბრიტანელი მეცნიერები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ის ვინც დღეში 3 ფინჯან ჩაის სვამს გულის შეტევა 70% ით უფრო იშვიათად უვითარდება.