მთავარი რჩევები “რამდენიმე წელია დაბალი წნევა შემომეჩვია. გამოსავალი ყველგან ვეძებე, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ ვიპოვე ჩემი წამალი!”

“რამდენიმე წელია დაბალი წნევა შემომეჩვია. გამოსავალი ყველგან ვეძებე, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ ვიპოვე ჩემი წამალი!”

by guramus

დაბალი წნევისას არ დაწვეთ და არ დახუჭოთ თვალები. სასარგებლოა დაჯდეთ, შეიხსნათ საყელო და წრიული მოძრაობით (საათის ისრის მიმართულებით) დაიზილოთ საფეთქლები. კარგია, თუ საფეთქლებში შეიზელთ ლიმონის წვენს. დილას ყავის დალევა არ დაგავიწყდეთ.

ორმოცი გრამი მოხარშული და დაფქვილი ყავა, 0.5კგ თავლი, 1 ლიმონის წვენის კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ.

გახეხილი ვაშლი, ერთი სუფრის კოვზი თხილი, 1 ლიმონის წვენი აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ დღის განმავლობაში.

ძალიან სასარგებლოა ნიახურის სალათა. ერთმანეთში აურიეთ დაჭრილი ნაიხური, გახეხილი სტაფილო, ლიმონის წვენი და მაიონეზი.

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ერთი კილო ლიმონი, 300გრამი ქიშმიში, 300გრამი გარგარის ჩირი, 300 გრამი ლეღვის ჩირი და 750გრამი თაფლი. აურიეთ ხის კოვზით, გააჩერეთ თბილ, ბნელ ადგილას 24 საათის განმავლობაში. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ, თითო სუფრის კოვზი.

1/2 ჩაის კოვზი თაფლი დაამატეთ 150 მლ ნიახურის ნახარშში. გადაიტანეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. ორი კვირის განმავლობაში მიიღეთ შუადღესა და საღამოს, ამ ნარევის მიღება რეკომენდირებულია გაზაფხულსა და შემოდგომაზე.