მთავარი საკითხავი არტურ შოპენჰაუერის გენიალური ფრაზები

არტურ შოპენჰაუერის გენიალური ფრაზები

by guramus

არტურ შოპენჰაუერის გენიალური ფრაზები

1. ყველაზე ხშირად დანაკარგი გვასწავლის საგნების დაფასებას.

2. ჭკვიანი ადამიანები არ ეძებენ მარტოობას, ისინი უბრალოდ გაურბიან სულელების მიერ შექმნილ ხმაურს..

3. – ”თუ მეგობარმა გიღალატათ, დაშორდით მას, ან შეეგუეთ იმას, რომ იგი კვლავაც გიღალატებთ – ადამიანები არ იცვლებიან”.

4. ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდავო ჭეშმარიტებას.

5. ბრიყვისთვის და სულელისთვის , საკუთარი ჭკუის ჩვენების მხოლოდ ერთი გზა არსებობს : ხმა არ გასცე.

6. ყოველი დღე – პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება – პატარა დაბადება, ყოველი დილა – პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი – პატარა სიკვდილი.

7. მარტოსულობა გამორჩეულ გონებათა არჩევანია .

8. ადამიანს შეუძლია დაინახოს სხვაში მხოლოდ ის, რასაც თავად წარმოადგენს. სხვისი გაგება მას შეუძლია მხოლოდ თავისი ჭკუა–გონების ფარგლებში. თუ ჭკუა-გონება დიდად არ უჭრის, მაშინ მას თვით უდიდესი გონებაც კი ძვრასაც ვერ უზამს. უდიადესი გონების ადამიანში ის შენიშნავს მხოლოდ სიმდაბლეს, ესე იგი, ხასიათისა და ტემპერამენტის სისუსტესა და ნაკლოვანებას. ის ამ ადამიანის გამოსახულებას თავისივე ნაკვლოვანებებიდან გამოძერწავს. მაღალი სულიერი უნარები მისთვის ისევე არ არსებობს, როგორც ფერები – ბრმისთვის. ვერანაირ გონებას ვერ შეამჩნევს ის, ვისაც თვითონ არა აქვს გონება; ხოლო ყოველი შეფასება არის შესაფასებლის ღირებულებისა და შემფასებლის შემეცნებითი თვალსაწიერის ერთობლივი ნაწარმი.

9. “ჩვენს თავზე დატეხილი უბედურებანი გვაგრძნობინებს,თუ, რაოდენ ღრმაა ჩვენი ცოდვები.”

10. სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა.

11. “იმისთვის, რომ შევიცვალოთ უკეთესობისაკენ, აუცილებლად დაგვჭირდება სარკე.”

12. ნუ ეტყვი შენ მეგობარს იმას, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს!

13. ყოველი ბავშვი მცირეოდნად მაინც გენიოსია; ყოველი გენიოსი მცირეოდნად მაინც ბავშვია.

14. ,,ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუსმინო მაგრამ, საუბარი ყველასთან არ ღირს”.

15. – “იმისთვის, რომ გახდე ჭკვიანი, საკმარისია წაიკითხო 10 წიგნი, მაგრამ იმისთვის, რომ მონახო ისინი, უნდა წაიკითხო ათასი”.

16. “შური გვიჩვენებს რაოდენ უბედურნი არიან ადამიანები. მათი გამუდმებული ყურადღება იმის მიმართ რას აკეთებენ სხვები, ნათლად გვიმოწმებს, რარიგ მოწყენილნი არიან ისინი”

17. მდაბიოებს არა აქვთ უნარი ამაღლდნენ უკეთესთა დონემდე და ისღა დარჩენიათ – უკეთესნი დაამდაბლონ, თავიანთი მსგავსნი გახადონ.

18. “ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ქალების გარეშე ნამდვილად ვერ იცხოვრებს ქალების ექიმია”.

19. როდესაც ადამიანს არაფერი აქვს საამაყო, ის თავისი ეროვნებით ამაყობს.

20. დაქორწინდე – ნიშნავს ნახევრად შეამცირო საკუთარი უფლებები და ორჯერ გაზარდო საკუთარი ვალდებულებები. არტურ შოპენჰაუერი

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: