მთავარი რჩევები ნიღაბი მოშვებული კანისთვის – რჩევა 30 წელს გადაცილებულ ქალებს, რა უნდა გააკეთოთ, ასაკი რომ არ შეგეტყოთ

ნიღაბი მოშვებული კანისთვის – რჩევა 30 წელს გადაცილებულ ქალებს, რა უნდა გააკეთოთ, ასაკი რომ არ შეგეტყოთ

by guramus

ასაკთან ერთად კანი ნელნელა ელასტიურობას კარგავს და ჩნდება ნაოჭები. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ასაკი რომ არ შეგეტყოთ და 30 წლის შემდეგაც ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.

ნიღაბი მოშვებული კანისთვის

აზილეთ ძალიან მწიფე ბანანი და წაისვით 10-15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილის წყლით.

4-5 ჭიქა ყავისგან დარჩენილი ნალექი საუკეთესო საშუალებაა მთელი ტანის პილინგისთვის, განსაკუთრებით აბანოსა და საუნის შემდეგ.

მკვებავი ნიღაბი ხელებისთვის

1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ შვრიის ფქვილი აურიეთ. წაისვით ხელებზე სქელ ფენად. შემდეგ ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და გაიჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში.

ხანდაზმულ ქალებს ვურჩევთ, რომ ფრჩხილებზე მხოლოდ მკვეთრი ფერის ლაქი წაისვან. ამის ფსიქოლოგიური საფუძველი ასეთია: ფერადი ობიექტების აღქმისას, ადამიანი მათ შორის ყველაზე მკვეთრს აქცევს ყურადღებას, ხოლო დანარჩენი მხოლოდ უმნიშვნელო ფონს წარმოადგენს.