მთავარი საკითხავი ლოცვა მარიამ ღვთისმშობლისადმი

ლოცვა მარიამ ღვთისმშობლისადმი

by guramus

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველდღე, შევევედროთ მარიამ ღვთისმშობელს შეწევნა, ჩვენ რომ მისი წილხვედრი ქვეყანა ვართ, იგი მუდამ  ჩვენს გვერდში იქნება და მუდამ დაგვიცავს. ვილოცოთ გულწრფელად და უფალი მუდამ ჩვენს გვერდში იქნება. მარიამ ღვთისმშობლის მადლი არ მოგკლებოდეთ

 

 

ჰოი, ყოვლადწმინდა დედუფალო ღვთისმშობელო ქალწულო, იხსენ და დაიცვენ შვილნი ჩემნი (სახელი) ქვეშე საფარველსა შენსა, ეგრეთვე ყოველნი ყრმანი და ჩვილნი, ნათელღებულნი და სახელისა უქონელნი და წიაღთა შინა დედსათა მყოფნი. დაიფარენ იგინი საფარველსა დედობისა შენისათა, დაჰმარხე იგინი შიშსა ღმრთისასა და მორჩილებასა მშობელსა, ჰვედრე უფალსა ჩემსა და ძელსა შენსა, რათა მიანიჭოს მათ სარგებელ საცხოვრებელად. ვავედრებ მათ დედობრივსა ზედამდგომლობას შენსა, რამეთუ შენ ხარ საღმრთო საფარველი მონათა შეთა. ამინ!