მთავარი საკითხავი ფრიდრიხ ნიცშეს გენიალური ციტატები

ფრიდრიხ ნიცშეს გენიალური ციტატები

by guramus
ფრიდრიხ ნიცშეს გენიალური ციტატები
1. როდესაც მეგობარი ბოროტებას გაგიკეთებთ უთხარით მას, რომ ჰპატიობთ რაც თქვენ გაგიკეთათ, მაგრამ ვერაფრით აპატიებთ, რაც გაუკეთა საკუთარ თავს.
2. ნ შენი გზა გაქვს, მე ჩემი და ამ გზებს არაფერი აქვთ საერთო სწორი გზასთან, ან ერთადერთ გზასთან.
3. ის ვინც საკუთარ თავს არ ემორჩილება დამორჩილებული იქნება სხვის მიერ, ეს ცხოვრების კანონია.
4. ხანდახან ადამიანებს არ სურთ სიმართლის მოსმენა, რადგან არ სურთ ილუზიები დაემსხვრეთ.
5. ახალგაზრდის გაფუჭების ყველაზე იოლი გზაა ასწავლო მეტი პატივი სცეს მათ, ვინც მასავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
6. ღრმა მოაზროვნეებს იმის უფრო ეშინიათ რომ გაუგებენ, ვიდრე იმის, რომ ვერ გაუგებენ.
7. მასწავლებლის უპატივცემულობა მუდამ მოსწავლედ დარჩენაა.
8. ფიქრები ჩვენი ემოციების აჩრდილებია, გაცილებით უფრო ბნელი, მარტივი და ცარიელი.
9. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.
10. არ არსებობს მშვენიერი ზედაპირი საშინელი სიღრმის გარეშე.
11. ჩვენ გვიყვარს სიცოცხლე, იმიტომ კი არა რომ სიცოცხლეს მიჩვეულები ვართ, იმიტომ რომ სიყვარულს ვართ მიჩვეულები.
12. ვისაც ფრენის სწავლა სურს ჯერ ფეხზე დადგომა, გავლა, სირბილი, ხტომა და ცეკვა უნდა ისწავლოს. მხოლოდ ფრენით ვერ იფრენ.
13. სამოთხე საინტერესო ადამიანების ნაკლებობას განიცდის.
14. ადამიანი ისე ძალიან იტანჯება, იძულებული გახდა მოეგონებინა სიცილი. იგი ერთადერთ არსებაა, ვისაც სიცილი შეუძლია.
15. ყველაფერი რაც სიყვარულისთვის კეთდება ბოროტის და კეთილის მიღმა ხდება.
16. მორალი ადამიანების მანიპულირების საუკეთესო საშუალებაა.
17. ღმერთი მოკვდა. ის ჩვენ მოვკალით – მე და თქვენ. ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ. ყველაზე წმინდა და ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ოდესმე უცხოვრია, ჩვენი დანის ქვეშ სისხლისგან დაიცალა. ვინ ჩამოგვრეცხს ჩვენ ამ სისხლს?
18. ყველაზე უარესი მტერი, რომელიც შეიძლება ოდესმე გყავდეს შენი თავია.
19. სჯობს ბრიყვი იყო და შენი აზრები გქონდეს, ვიდრე ბრძენი სხვისი აზრებით.
20. რაც უფრო მაღლა ვლივლივებთ ჰაერში, მით უფრო პატარები ვჩანვართ ქვემოდან მათთვის, ვისაც ფრენა არ შეუძლიათ.
21. როდესაც მონსტრებს ებრძვი, ფრთხილად უნდა იყო, რომ თავადაც მონსტრად არ იქცე და თუ დიდხანს უყურებ უფსკრულს, უფსკრულიც შემოგხედავს შენ.
22. არ არსებობს ფაქტები, ჩვენ მხოლოდ ინტერპრეტაციები გვაქვს.
23. გწამდეს, ნიშნავს არ გინდოდეს იცოდე სიმართლე.
24. სიმართლე რომ ვთქვა, მსოფლიოში მხოლოდ ერთადერთი ქრისტიანი იყო და ისიც ჯვარზე გააკრეს.
25. მე არ ვიცი ადამიანია ღმერთის შეცდომა თუ ღმერთი ადამიანის.
26. ყველა, ვინც აცხადებს, რომ სხვა ბრიყვი ადამიანია, ბრაზობს, როდესაც ამ უკანასკნელს შესაძლებლობა ეძლევა საწინააღმდეგო დაამტკიცოს.
27. და ისინი ვინც ცეკვავდნენ გიჟებად შერაცხეს მათ, ვისაც მუსიკის გაგონება არ შეეძლო.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: