მთავარი საკითხავი რა არის მარხვა და როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა სათნონი ვიყოთ უფლისთვის

რა არის მარხვა და როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა სათნონი ვიყოთ უფლისთვის

by guramus

ღმერთს ჩვენგან არაფერი სჭირდება: არც ქება-დიდება, არც მარხულობა, არც თაყვანისცემა და არც სხვა რამ – ყველაფერი ეს, ჩვენ გვჭირდება თავად.

ღმერთს უყვარს მისგან შექმნილი ადამიანი, მან ადამიანს ჩაჰბერა ნაწილაკი თავისი უკვდავი სულისა და სწუხს ახლა თავის შექმნილზე, უფრთხილდება მას, უდგენს წესებს, რომ არ გაჰყვეს ბოროტს და არ შებღალოს ღვთისგან ბოძებული ის წმინდა სული. ვინც დაივიწყებს თავის გამჩენს, არ ადიდებს მას, მას ავიწყდება თავისი თავიც, თავისი სიცოცხლეც. ის მიდის მაშინ დაღუპვისკენ. ღმერთს კი არ უნდა დავიღუპოთ, მან სიცოცხლისთვის გაგვაჩინა, უკვდავებას გვაზიარა თავისი წმინდა სულის მოცემით.

ღმერთის სიწმინდე ისევე განუზომელია, როგორც განუზომელია მისი ძლიერება, მაშასადამე, ჩვენს სულს უნდა მარხულობით მუდამ განწმენდა და არა ღმერთისას.

მარხვა ღმერთმა დაუწესა მისი უძლევი ძლიერებით შექმნილ პირველ ადამიანებს – ადამსა და ევას, მათ პირველებმა დაარღვიეს ეს მარხვა. ამით ადამმა და ევამ დაჰკარგეს ყველაზე დიდი დასაკარგი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: