მთავარი საკითხავი ერიხ მარია რემარკის ცხოვრებისეული რჩვები

ერიხ მარია რემარკის ცხოვრებისეული რჩვები

by guramus

ერიხ მარია რემარკის ცხოვრებისეული რჩვები. ამ რჩევების დახმარებით ძალიან გაიმარტივებთ ცხოვრებას. მოგემატებათ სტიმული და გახდებით უფრო თვითგანვითარებისკენ მიდრეკილნი.

1. საშინელება მხოლოდ ისაა, როცა არაფერს ელი.

2. ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები და არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.

3. ღმერთს არ უყვარს გულქვა სულები და ივიწყებს მათ არსებობას. სწორედ ამიტომაც ცოცხლობენ უსასრულოდ დიდხანს.

4. თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.

5. გიყვარს – ეს ნიშნავს, მასთან ერთად დაბერება გინდა.

6. აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ.

7. ცხოვრებას ჩვენი სრულყოფილად ქცევა არ განუზრახავს. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.

8. ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რასმე ფეხს და დაეცემა.

9. ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო – სხვა ყველაფერი სიყალბეა.

10. ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც

11. სიყვარული ახსნა–განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები.

12. ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება, ეს ხომ ასე უბრალო რამეა.

13. სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად, გამოსწორება არაფრისა შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით.

14. სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული დასასრულია.

15. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: