უილიამ სომერსეტ მოემის 40 გენიალური ციტატა

by guramus

უილიამ სომერსეტ მოემის 40 გენიალური ციტატა

1. “-თუ მამაკაცს არ შეუძლია თავისი ქცევით თავი შეაყვაროს ქალს, ეს მისი ბრალია და არა ქალის”

2. განსხვავება ქალებსა და კაცს შორის ის არის, რომ ქალს შეუძლია უყვარდეს მთელი დღე, კაცს – კი ხანდახან!

3. „სამწუხაროა, რომ ჩვენს სამყაროში კარგ ჩვევებზე უარის თქმა გაცილებით მარტივია, ვიდრე ცუდზე“.

4. “არაფერი აღვივებს მოგონებებს ისე, როგორც სურნელი”.

5. “მხოლოდ ქალმა იცის,რისი გამკეთებელია ქალი.”

6. “ხანდახან ადამიანები ისე სრულყოფილად ატარებენ არჩეულ ნიღაბს, რომ დროთა განმავლობაში ეს ნიღაბი მათ ნამდვილ სახედ იქცევა.”

7. “მხოლოდ ქალმა იცის,რისი გამკეთებელია ქალი.”

8. ”ორი მიჯნურიდან ერთს უყვარს და მეორე მხოლოდ ნებას აძლევს, რომ უყვარდეს.”

9. ფული მეექვსე გრძნობაა. ადამიანს იგი უნდა ჰქონდეს, რადგან მის გარეშე დანარჩენ ხუთს ვერ გამოიყენებს.

10. “წარმოიდგინეთ,რა საშინელებაა,როცა ოდესღაც სანუკვარი არსება,ურომლისოდაც ერთი წამიც არ შეგეძლო ყოფნა,ახლა აღარაფრად მიგაჩნია.სიყვარულის ნამდვილი ტრაგედიაა.”

11. ყოველი ჩვენთაგანი მარტოდმარტოა ამქვეყნად: ირგვლივ ყრუ გალავანი აქვს შემოვლებული და სხვას მხოლოდ ნიშნებით აგებინებს სათქმელს, მაგრამ ეს ნიშნები ყველას ერთნაირად არ ესმის, ასე რომ, მათ ბუნდოვნად, გაურკვევლად მიაქვთ თავიანთი აზრი მეორე ადამიანამდე. მთელი სიცოცხლის მანძილზე მონდომებით ვცდილობთ გავუნაწილოთ გულის საუნჯე მოძმეს, მაგრამ მათ არ ძალუძთ ამ საუნჯის მიღება და ამიტომ ყოველთვის მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან; გვერდზე მიჰყვები ამხანაგს, მაგრამ ეული ხარ; საუბრობთ, მაგრამ ერთმანეთისა არა გესმით რა. ჩვენ თითქოს ყარიბები ვართ და თითქმის ვერ ვახერხებთ ამ უცხო ქვეყნის ენაზე საუბარს; უამრავი ლამაზი და ბრძნული აზრი გვიტრიალებს თავში, მაგრამ ვერ გამოვთქვამთ და იძულებული ვართ მოკლე სასაუბრო წიგნიდან ამოკითხული წინადადებებით დავკმაყოფილდეთ, ტვინი ლამის აგვიდუღოს ამდენმა ერთიმეორეზე უკეთესმა აზრმა, მაგრამ თქმით მხოლოდ დაახლოებით ასეთი ფრაზის თქმა შეგვიძლია: “მებაღის დეიდას თავისი ქოლგა დარჩა ოთახში”.

12. ხალხი ამბობს ერთს,ხოლო აკეთებს მეორეს.ეს ერთ–ერთი ყველაზე სასაცილო სპექტაკლია იმ სპექტაკლებიდან ,რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს.

13. “ტყუილია, რომ ტანჯვა აკეთილშობილებს ხასიათს, ზოგჯერ ამის გაკეთება ბედნიერებასაც შეუძლია. ტანჯვა კი უმეტეს შემთხვევაში ადამიანს მეწვრილმანედ და შურისძიების მოყვარულად აქცევს”

14. “ჭკვიანი ადამიანი რაში სჭირდებათ;ჭკვიან ადამიანს აზრი გააჩნია,აზრი კი უსიამოვნებას ბადებს”

15. “ერთადერთი აზრი და გამართლება ადამიანის არსებობისა არის ის სილამაზე, რომელსაც იგი ქმნის. ეს ის სურათებია, რომლებსაც იგი ხატავს, ის მუსიკაა, რომელსაც თხზავს, ის წიგნებია, რომლებსაც წერს და ის ცხოვრებაა, რომელსაც იგი ეწევა. ამათგან ულამაზესი არის ლამაზი ცხოვრება. იგია ხელოვნების სრულყოფილი ნაწარმოები.” უილიამ სომერსეტ მოემი – “ჭრელი საბურველი”.

16. არ არსებობს ადამიანისათვის იმაზე მეტი წამება, ვიდრე ის, ერთდროულად უყვარდეს და თან ეჭვიანობდეს.

17. “სიყვარული სისუსტეა, ქალებს სიყვარულის გარდა არაფერი შეუძლიათ. სურთ დაგვარწმუნონ, რომ ეს გრძნობა მთავარია ცხოვრებაში. მე ვაღიარებ ბუნებრივ და ჯანსაღ ლტოლვას, სიყვარული კი ავადმყოფობაა.”

18. “სიყვარული კვდება. ცხოვრების უდიდესი ტრაგედია არა ადამიანის გარდაცვალება, არამედ ისაა, რომ მათ აღარ უყვართ“

19. ქალს ისე არაფერი არ უხდება, როგორც გემოვნებით შერჩეული კაცი.

20. ცხოვრებას ერთი საინტერესო თვისება აქვს: თუ კი თქვენ უარყოფთ ყველაფერს საუკეთესოს გარდა, ხშირ შემთხვევაში საუკეთესოს იღებთ კიდეც.

21. “ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომლის სექსუალური ცხოვრება, გასაჯაროების შემთხვევაში, არ გამოიწვევდა გარშემომყოფთა გაოცებასა და შეძრწუნებას.”

22. “გჯეროდეთ საკუთარი თავის და თქვენი მიზნების, იმოქმედეთ, როგორც სრულიად თავდაჯერებულმა ადამიანმა.”

23. “ერთხელ ვცხოვრობ და ჩემს ჭკუაზე უნდა ვიცხოვრო. მე თავდავიწყებით მიყვარს სიცოცხლე. ბედნიერი ვარ და საშუალება მაქვს ცხოვრებისათვის ვიცხოვრო. სულელი ვიქნები, იღბალი რომ არ გამოვწურო.”

24. – ,,ის, რაც ადრე სიყვარული მეგონა, მხოლოდ ქალური მადლობა იყო. ქალები ასე პასუხობენ ყურადღებასა და მზრუნველობას და ამას სიყვარულს არქმევენ. ეს პასიური გრძნობა ყველას მიმართ შეუძლია გაუჩნდეს ქალს ისევე, როგორც სუროს შეუძლია ყველანაირ ხეს შემოეხვიოს. ადამიანებმა იციან ეს უბრალო ჭეშმარიტება და ხშირად ქალიშვილს უსიყვარულოდ ათხოვებენ იმ იმედით, რომ ეს გრძნობა თავისთავად მოჰყვება ქორწინებას. ქალი კმაყოფილია, რომ ხვალინდელ დღეზე ზრუნვა არ უხდება, თავი მოაქვს სიმდიდრით, სიამოვნებს, რომ ქმარს მოსწონს, რომ თავად ოჯახის ბატონ-პატრონია და ყოველივე ამას თავმომწონედ უწოდებს სიყვარულს. მაგრამ, ეს გრძნობა ვერ უძლებს ნამდვილი ვნების შემოტევას”

25. ,,ის აღარ ვართ ვინც ერთი წლის წინ ვიყავით, ისევე როგორც ჩვენი საყვარელი ადამიანები. ეს ბედნიერებაა თუ ვიცვლებით და ისევ გვიყვარს ის, ვინც შეიცვალა.”

26. მამაცაკი, რომელის პატივს სცემს ქალს, მიტოვებისას მას არ დაამცირებს.

27. საზოგადოებას მხოლოდ იმ ადამიანის დამორჩილება შეუძლია, ვისაც სინდისი აქვს.

28. “დრო უძვირფასესი განძია- იგი სწრაფას მიჰქრის, უკან არ ბრუნდება და დროის გაფლანგვა ყველაზე დახვეწილი ფორმა მფლანგველობისა.”

29. რაც უფრო გიყვარს მით უფრო ადვილად გატყუებს.

30. “კითხვის ჩვევის შეძენისას, თქვენ იშენებთ თავშესაფარს, პრაქტიკულად ცხოვრების ყველანაირი დარდისაგან.”

31. მარტოობას ისე არსად ვგრძნობ, როგორც უზომო მხიარულებით ატაცებულ და ასევე უზომო წუხილით მოცულ საზოგადოებაში.

32. სწორი მოქმედება ბედნიერებას არ ისახავს მიზნად და თუ მას ბედნიერება მოსდევს, ეს მხოლოდ ბედნიერი შემთხვევაა.

33. სულიერი სიმშვიდის მოპოვებას ვერ შეძლებ საქმიანობაში ან სიამოვნებებში, არც მშვიდობიან ყოფაში და მონასტერში, არამედ მხოლოდ საკუთარ გულში.

34. “სიყვარულისთვის არ გათხოვდეთ. ეს შეცდომაა. აირჩიეთ მდგომარეობა და მეგობარი”.

35. კარგად ჩაცმულ ადამიანად ითვლება ის, ვის ტანსაცმელსაც არ აქცევენ ყურადღებას.

36. ,,თავისშეყვარების ერთადერთი გზა არსებობს შვილო ჩემო,ემსგავსო მას,ვისაც გსურს თავი შეაყვარო”

37. საყვარელო, ცხოვრებაც ესაა მხოლოდ. ხიფათს უნდა გაეთამაშო!

38. გაპრანჭულმა და თავდაჯერებულმა ქალებმა არც გემოვნებით ჩაცმა იციან და ვერც ლაპარაკითა და ქცევით მიიპყრობენ ყურადღებას.

39. ,,განა შეიძლება გაამტყუნოთ ახალგაზრდა, რომ გაზაფხულზე სიყვარულზე იოცნებოს?”

40. “უხეშობაში სინაზეს ფარავდა, დამცინავ ბუნებაში კი სითბოს.”

ასევე დაგაინტერესებთ