მთავარი საკითხავი სტენდალის გენიალური ციტატები

სტენდალის გენიალური ციტატები

by guramus

სტენდალის სახელის წარმოთქმისას ადამიანების უმრავლესობას როგორი ასოციაცია უჩნდება პრიველად? სწორია — «წითელი და შავი», მისი რომანის სათაური. ამასთან, სტენდალი არის ლიტერატურული ფსევდონიმებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, რომელიც მარი-ანრი ბეილს-ფრანგ მწერალს, ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებელს ჰქონდა. ბევრმა არც იცის, რომ პურის ფულის გამოსამუშავებლად, თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში ბეილი სწრაფად წერდა ტრაქტატებს, ბიოგრაფიებს, მემუარებს, სტატიებს, ერთგვარ გზამკვლევებს და მსგავსი მასალა უფრო მეტი აქვს დაწერილი, ვიდრე რომანები. სტენდალის თაყვანისმცემლებმა მისი შემოქმედებიდან გამოიყვანეს ბედნიერების თეორია — ე.წ. ბეილიზმი, რომელიც ასწავლის, რომ «სამყაროს მშვენიერებით ტკბობის არც ერთი წუთი არ უნდა დაკარგო, საჭიროა იცხოვრო მოულოდნელის მოლოდინით და ღვთიური სასწაულისთვის მუდამ მზად უნდა იყო».

1. სიყვარული – მოჯადოებული ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ უფსკრულის კიდეზე მიხვდე და მოწყვიტო.

2. ყველა თავისთვის არის ეგოიზმის უდაბნოში, რომელიც ცხოვრებისგან ერგოთ.

3.ნქალი თავს ლამაზდ თვლის, თუ მას კარგად აცვია.

4. მარტოობაში შეიძლება ყველაფერი გქონდეს, გარდა განწყობისა.

5. სიყვარული ყველაფერს პატიობს, ნებაყოფლობით არყოფნის გარდა.

6. შეხედულებები — ფლირტის მძიმე არტილერია: შეხედულებით შეიძლება გამოხატო ყველაფერი და ამასთან, ყველაფერი უარყოს, რადგან შეხედულებას სიტყვაზე ვერ დაიჭერ.

7. სიყვარულს მხოლოდ ერთი კანონი აქვს: საყვარელი ადამიანი უნდა გააბედნიერო.

8. ჩვენ მწუხარებისგან ნუგეშს ვერ ვიღებთ, უბრალოდ ყურადღება გადაგვაქვს.

9. ქალისთვის გულახდილობა თითქმის იგივეა, რომ საჯაროდ შიშველი გამოჩნდეს.

10. გონების მოქნილობას შეუძლია სილამაზე შეცვალოს.

11. დიადი ადამიანი არწივს ჰგავს: რაც უფრო მაღლა აფრინდება, მით უფრო რთულია მისი დანახვა; თავისი სიდიადისთვის ის დასჯილია სულიერი მარტოობით.

12. ყველა გენიოსი, რომელიც ქალად დაიბადა, დაკარგულები არიან საზოგადოების ბედნიერებისთვის.

13. რაც უფრო ძლიერი ხასიათი აქვს ადამიანს, მით უფრო ნაკლებად მერყევია ის სიყვარულში.

14. მწერალმა ისვე არ უნდა იფიქროს კრიტიკაზე, როგორც ჯარისკაცმა ჰოსპიტალზე.

15. მხოლოდ ჭკუას შეუძლია გამოაწრთოს სხვა ჭკუა, მარტო რაიმეს შექმნა შეუძლებელია.

16. სიყვარული — ერთად-ერთი ვნებაა, რომელიც ანაზღაურდება იმავე მონეტით, რომელსაც თავად ჭრის.

17. იდეალი — ეს არის უძლიერესი საშუალება, რომელიც აორმაგებს ნიჭის ძალას და კლავს უნიჭობას.

18. თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი მიდის შეცდომებზე და სულელურ ქცევაზე; მნიშვნელოვანი ნაწილი უმოქმედობას ხმარდება და თითქმის ყოველთვის მთელი ცხოვრების აზრი ისაა, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არ უნდა ვაკეთოთ.

19. მე სულ მაკანკალებს იმაზე ფიქრის გამო, რომ ჭეშმარიტების თქმა მინდა, მე ვიწერ მხოლოდ ამოოხვრას.

20. … პირადი სარგებლის მიღების მიზანი მხატვარში კლავს ყოველგვარ შემოქმედებით ხელოვნებას.

21. არაფერია იმაზე სასარგებლო ჭორებისთვის, როგორც მათგან გაქცევა.