მთავარი ურთიერთობები როგორ გავიგოთ ჩვენს გვერდით ნამდვილი მამაკაცია თუ არა

როგორ გავიგოთ ჩვენს გვერდით ნამდვილი მამაკაცია თუ არა

by guramus

ფსიქოლოგების დასკვნით, ნამდვილ მამაკაცებს უშუალოდ მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები აქვთ.  „ცივი გონებისა და საღი აზროვნების“ დახმარებით მათი ამოცნობაც არ გაგიჭირდებათ, მაგრამ საქმის გაიოლების მიზნით, მოდით, თავიდან იმ თვისებებზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც ნამდვილი მამაკაცებისთვის მიუღებელია.

მაშ ასე, დავიწყოთ:

ნამდვილი მამაკაცებისთვის უცხოა სიძუნწე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა „სულელურ“  სურვილს აგისრულებთ. ფული საქმეში აქვს ჩადებული, მისი ხარჯვა არ ენანება, მაგრამ განმარტებებს საკუთარი გეგმის მიხედვით იძლევა. კერძოდ:

ა) თავაზიანად აგიხსნით, რომ ახლა მოგზაურობის დრო არ არის;

ბ) შემოგთავაზებთ ალტერნატივას;

გ) ყველაფერ ამას ღიმილით და იუმორით გააკეთებს.

ნამდვილი მამაკაცი არასოდეს ტოვებს სულელის და არასწორად მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილებას. ყოველთვის დროულად ხუმრობს. თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, მისი გატაცებები მოულოდნელია, მაგრამ საინტერესო.

ნამდვილ მამაკაცს იმაზე მეტის გაკეთება შეუძლია, რასაც თქვენ ფიქრობთ. თქვენ, ალბათ, ვერასოდეს წარმოიდგენდით, რომ იგი, თურმე,  რამდენიმე წუთში ახერხებს დამტვრეული საკეტის გამოცვლას და საერთოდ, მძიმე წუთებში არასოდეს იბნევა.

ნამდვილი მამაკაცის გვერდით თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობთ, ეს კი უკვე ბედნიერების ტოლფასია. ასეთი მამაკაცი არასოდეს უხეშობს მშვენიერი სქესის მიმართ, არასოდეს არის მარტო, პირიქით, მის ირგვლივ არაჩვეულებრივად საინტერესო ადამიანები იყრიან თავს და, რა თქმა უნდა, მშვენიერი მანდილოსნებიც.

სამწუხაროდ, ნამდვილი მამაკაცის „თავისუფალ ეგზემპლარს“ იშვიათად შეხვდებით, და არც მისი გულის მონადირებაა ადვილი, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ნამდვილი ქალისთვის შეუძლებელი არაფერია და არც ამ ოცნების ახდენაა ილუზია.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: