მთავარი ურთიერთობები 10 მიზეზი, რის გამოც მამაკაცები ტოვებენ ქალებს

10 მიზეზი, რის გამოც მამაკაცები ტოვებენ ქალებს

by guramus
  1. მამაკაცი ისეთ ქალს ეძებს, ვისთან საუბარი და ფიზიკური სიახლოვე საინტერესო იქნება. მართალია, ზედმეტად ჭკვიან ქალთან ურთიერთობა მას აფრთხობს, მაგრამ არც სერიალებს მოყვარული ქალი იზიდავს.
  2. თუ წყვილი ყველა წვრილმანზე კამათობს, ვერ პოულობს კომპრომისებს, ერთი გამოსავალი დაგრჩებათ – დაშორება.
  3. არც ერთ მამაკაცს არ სურს, საზოგადოებაში პარტნიორის დაუფიქრებელი საქციელის გამო გაწითლდეს.
  4. პარტნიორის ხშირ ცვლას კარგი არაფერი მოაქვს. ნებისმიერ მამაკაცს აქვს სურვილი, იყოს ქალის ცხოვრებაში პირველი.
  5. ბუნებრივია, მას უნდა მოუყვეთ თქვენს პრობლემებზე, საზრუნავზე, გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა.
  6. თუკი შინ მუდამ მოუვლელი, თმაგაწეეილი, ფორმადაკარგული დახვდებით, ცხადია, მამაკაცი გაგექცევათ.
  7. მართალია, მამაკაცს სიამოვნებს ქალზე ზრუნვა, მაგრამ სამაგიეროსაც ითხოვს. და ეს სამაგიერო – სიყვარულია.
  8. აცალეთ მამაკაცს, ჩამოყალიბდეს და თავად გამოთქვას მოსაზრება, თუ როგორი ურთიერთობა სურს თქვენთან. ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, ამით მხოლოდ დააფრთხობთ მას.
  9. მამაკაცს შეუძლია გაპატიოთ თითქმის ყველაფერი, გარდა ღალატისა.
  10. თუ ქალს მამაკაცზე მეტი შემოსავალი აქვს და ამას გამუდმებით აყვედრის, სავარაუდოდ, მამაკაცი მას მიატოვებს.
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: