მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის ჩაღდება ყველაზე ხშირად მტრობა

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ქალებს შორის ჩაღდება ყველაზე ხშირად მტრობა

by guramus

მოგეხსენებათ, ქალური მეგობრობაც არსებობს და შუღლიც. სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ზოგი კარიერულ კიბეზე ზოგი კი სულაც სასიყვარულო სამკუთხედში.

ასტროლოგები თვლიან, რომ ამ მხრივ კონკრეტული კანონზომიერება არსებობს. ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ქალები, სხვადასხვა სფეროში უპირისპირდებიან ერთმანეთს.

ვერძი და სასწორი – სასიყვარულო სამკუთხედი – ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაბადებულ ქალს ერთმანეთისგან გამოარჩევს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა სიყვარულისადმი. მამაკაცთან ურთიერთობაში ვერძი ვნებიანი, ჯიუტი და ფიცხია, სასწორი კი ლოიალური, რბილი და დიპლომატიური.

ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ ეს ორი ქალი სასიყვარულო სამკუთხედის გმირია. ხოლო იმის მიხედვით თუ რა ნიშნისაა მამაკაცი, ზოგიერთი მათგანი ცოლის, ზოგი კი საყვარლის პოზიციაში გვხვდება.

ამასთან ერთად, ვერძი ყოველთვის ღიად იბრძვის საკუთარი სიყვარულის დასაცავად, სასწორი კი ცდილობს დიპლომატიურობით აჯობოს მას და მამაკაცი ასე შეინარჩუნოს.

კურო და მორიელი – ბიზნესი და ფინანსები – ამ ორ ნიშანს საერთო ფულის და მატერიალური სფეროს სიყვარული აქვს. თუმცა, ფულს ორივე მათგანი განსხვავებულად გამოიმუშავებს და ხარჯავს.

კუროს ნაბიჯ-ნაბიჯ ურჩევნია საკუთარი ფინანსური იმპერიის აშენება, მორიელი კი აღიარებს შემოვლით გზებს და ფულის შოვნა ზოგჯერ არცთუ მაინცდამაინც პატიოსანი გზითაც არ ეთაკილება. უფრო მეტიც, მან შეიძლება საკუთარი მომხიბვლელობაც გამოიყენოს მატერიალური მდგომარეობის გასაზრდელად. ბიზნესში ეს ორი ნიშანი საკმაოდ მტრულადაა განწყობილი ერთმანეთის მიმართ.

კურო არ აღიარებს მორიელის მეთოდებს, მორიელს კი კუროს სიჯიუტე და პრინციპულობა აცოფებს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ასტროლოგები კატეგორიულად არ ურჩევენ ბიზნესში გადაიკვეთონ.

ტყუპი და თხის რქა – კარიერული სფერო – ქალი თხის რქა მოწესრიგებული და დისციპლინირებული ინდივიდია. თუმცა, რამდენადმე პირქუში და უემოციო. მაშინ როცა ტყუპი მუდმივად აგვიანებს ყველგან, ქაოსური და უდისციპლინოა. სამაგიეროდ, მასში არის ქარიზმა და გასაოცარი ბავშვურობა, რის ხარჯზეც სამსახურში ამ უკანასკნელს ხშირად პატიობენ ყველაფერს. თხის რქასა და ტყუპს შორის კონფლიქტი კი ზუსტად აი აქ იწყება.

თხის რქა ვერ იტანს უდისციპლინობას, ამიტომ თუკი ისე მოხდა, რომ ტყუპის და მისი გზები გადაიკვეთა, აუცილებლად ეცდება ეს უკანასკნელი სანიმუშოდ დასაჯოს. ტყუპი კი თავის მხრივ ყოველთვის გამოიყენებს შანსს სამსახურში თხის რქის ზედმეტად სანიმუშო ხასიათს დასცინოს და გამოაჯავროს.

კირჩხიბი და მერწყული – ოჯახური ურთიერთობები – ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაბადებულ ქალს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა აქვს საოჯახო საკითხებისადმი. კირჩხიბი ტიპური დედა, სანიმუშო ცოლი და დიასახლისია. მან ყოველთვის ზედმიწევნით კარგად იცის საოჯახო საქმეების სრული სპეციფიკა, რასაც ვერ ვიტყვით მერწყულზე, რომელიც თავისი არსით ნოვატორი და არასტანდატრულად მოაზროვნე ქალია. იგი ბავშვების აღზრდაშიც თავისუფლების პრინციპით ხელმძღვანელობს.

შესაბამისად, ერთ ოჯახში კირჩხიბისა და მერწყულის თავშეყრა ყოველთვის იქნება ქალური კონფლიქტისა და დაპირისპირების წყარო. თავისებურად ორივე მართალი იყოს შეიძლება ამ დროს, მაგრამ კონსესუსამდე მისვლა მათ მაინც ძალიან გაუჭირდებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: