მთავარი ასტროლოგია TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც იდეალურად ესმის ქალის

TOP სამი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელსაც იდეალურად ესმის ქალის

by guramus


სასწორი
– თანდაყოლილი დიპლომატიურობა, შარმი, უკონფლიქტო ბუნება და ემოციების აშკარად გამოხატვის უნარი ეს ის უმნიშვნელოვანესი თვისებებია რითაც მამაკაცი სასწორი ახერხებს ქალების გული უპირობოდ მოიგოს. იგი ლოიალური და ძალიან კომფორტული პარტნიორია ნებისმიერი ქალისთვის. მას შეუძლია ისაუბროს ისეთ თემებზე რომელიც ქალებს მაგნიტივით იზიდავს და აინტერესებ – მოდა, ხელოვნება, გლამური, კინემატოგრაფია, ფოტოხელოვნება. ამასთან ერთად იგი შესანიშნავი კომპანიონია ქალისთვის შოპინგის დროს.

ასეთი კაცი გასაოცარი ოსტატობით შეგირჩევთ თქვენთვის მოსახდენ სამოსს და დაგეხმარებათ ზოგადად, იმიჯის შექმნა- ჩამოყალიბებაში. ყოველთვის მოგცემთ რჩევებს სასიყვარულო ურთიერთობებში სირთულის წარმოქმნისას… მოკლედ, იქნება თქვენი იდეალური მეგობარი, თუკი თქვენ მას საუბარს ქორწინებაზე არ ჩამოუგდებთ.

თევზები – მას შესანიშნავად ეხერხება ფსიქოლოგის როლის გათავისება. შეუძლია საათობით ისმინოს ქალისგან დრამატული სასიყვარულო ისტორიები და ცრემლიც წამოსცვივდეს ამ უკანასკნელთან ერთად “ანჰეფიენდური” ფინალის გამო. იგი სიამოვნებით ჩაერთვება სიტუაციის ანალიზში და შეეცდება გაპოვნინოთ გამოსავალი სასიყვარულო სამკუთხედიდან. მოკლედ, რჩევები გულმოკლული ქალებისთვის მას ყოველთვის ბლომად მოეძებნება. მაგრამ ამ დროს შესაძლოა საკუთარ ცხოვრებაში შექმნილი ქაოსიდან თავადვე ვერ დაუძვრენია თავი. თუმცა ეს თქვენ არ გეხებათ.

მთავარია, რომ ამ კაცს ყოველთვის აქვს დრო და მოთმინება საიმისოდ, რომ მოთმინებით მოგისმინოთ, როცა თქვენ გჭირდებათ ვინმე გულის გადასაშლელად… იგი არასოდეს გაგკიცხავთ და გაგაკრიტიკებთ, რაც არ უნდა საშინელი საიდუმლო გაანდოთ და თუ შესაბამისად გააფრთხილებთ, დიდი ალბათობით არც არასოდეს გაგთქვამთ სხვასთან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: