მთავარი საკითხავი “არ დაიჯეროთ რომ საყვარელ ადამიანს თქვენი მიტოვება არ შეუძლია!”

“არ დაიჯეროთ რომ საყვარელ ადამიანს თქვენი მიტოვება არ შეუძლია!”

by guramus

ირლანდიური წარმოშობის ინგლისელ დრამატურგს, მწერალსა და პოეტს, ოსკარ უაილდს, ლიტერატურის მოყვარულები კარგად იცნობენ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მწერალს რამდენჯერმე დასდეს ბრალი ჰომოსექსუალურ აქტში მონაწილეობის გამო და პატიმრობაც შეუფარდეს.

ამბობენ, რომ მწერალს ციხეში გატარებული პერიოდი, “ცხოვრებისეულად წაადგა…”

გთავაზობთ მწერლის საინტერესო აზრების კრებულს:

  • “არ დაიჯეროთ, რომ საყვარელ ადამიანს თქვენი მიტოვება არ შეუძლია! შეუძლია! დაიჯერეთ! ადრე თუ გვიან ის ამას გააკეთებს, მაშინ როცა გააცნობიერებს, რომ თქვენთან ურთიერთობას მისთვის სიხარული და ბედნიერება აღარ მოაქვს, როცა საკუთარ თავს მთლიანად თქვენ მოგიძღვნით, როცა თქვენს გამო ის ყველაფერზე წავა, დათმობს ბევრს, იმისთვის რომ იყოს თქვენთან, სანაცვლოდ კი ის თქვენგან არაფერს მიიღებს.”
  • “არასდროს ენდოთ ქალს, რომელიც თავის ნამდვილ ასაკს გაგიმჟღავნებთ.”
  • “ლამაზი ქალები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ მახინჯი ქალები და ლამაზად შეღებილი ქალები.”

  • “ნამდვილი სილამაზე იქ მთავრდება, სადაც ინტელექტი იწყება.”
  • “ნამდვილ მამაკაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს – წარსული.”
  • “მამაკაცი შეიძლება გააანალიზო, ქალი კი… მხოლოდ გააღმერთო.”

  • “არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს.”
  • “ტანჯვის გარდა ყველაფერში შემიძლია ვუთანაგრძნო ადამიანებს. ის იმდენად შემაძრწუნებელ და აუტანელ წამებას გვაყენებს, რომ მისი თანაგრძნობა  არ შემიძლია. უბედურებისადმი  თანაგრძნობაში არის რაღაც საზარლად ავადმყოფური.”
  • “ადამიანი ყველაფერში პოულობს სიამოვნებას.”
  • “ის, რაც ისე ღრმად სწამს ადამიანს, სინამდვილეში არ არსებობს.”

  • “თქვენ ისეთ ამბებზე მსჯელობთ, რომლის შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ.”

  • “ქორწინების მთელი მომხიბვლელობაც სწორედ ისაა, რომ ის სიცრუეს გარდაუვალსა და აუცილებელს ხდის ორივე მხარისთვის.”
  • “ცხოვრება იქიდან უნდა დავიწყოთ, სადაც გუშინ შეჩერდა.”
  • “ქორწინებაში ქალი ბედს ეძებს, მამაკაცი კი მუდამ რისკავს.”

  • “სიყვარული ხელოვნებაზე გაცილებით დიადი, ძლიერი და მაღლა მდგომია.”

  • “თქვენ გაცილებით მეტი იცით, ვიდრე წარმოდგენილი გაქვთ.”
  • “სამყაროში არსებული ყოველგვარი გრძნობა ფასდაუდებელია.”

  • “ჩვენ საერთოდ ვერ ვიტანთ ადამიანებს, რომელთაც იგივე ნაკლი გააჩნიათ, რაც ჩვენ თავად გვაქვს.”