ზოდიაქოს ნიშნების ფსიქოსექსუალური დახასიათება

by guramus

ვერძი

ვერძი სექსუალური თვალსაზრისით ძალიან აქტიურია. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები საერთოდ ყველა სფეროში გამორჩეულები არიან, მათ არ უყვართ ჩრდილში ყოფნა, ამიტომ არც მოწინააღმდეგე სქესის პარტნიორთან ურთიერთობაში ამბობენ თავის გამოჩენაზე უარს. რადგან ვერძი ყოველთვის პირველობისკენ ისწრაფვის, ზოგჯერ პარტნიორს ისეთ მდგომარეობაში აყენებს, რომ იქმნება სიტუაცია, რომლის ფონზე თითქოსდა ფიზიკური სიამოვნების მიღების სურვილი სჭარბობს სულიერ მოთხოვნებს. ეს ასე არ არის, უფრო სწორად, ყოველთვის არ არის ასე.

კურო

კურო შესაძლოა ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშანი იყოს. ამ ნიშნით დაბადებული ქალები გამოირჩევიან მორჩილებით, ისინი ერთგული ცოლები არიან. გამუდმებით ოჯახის სიმყუდროვეზე, სიმშვიდეზე ზრუნავს. სექსუალურ დარგში კურო ინიციატივას პარტნიორისგან ელის. ასე რომ, თუ კუროს ცოლი ენთუზიაზმს არ გამოიჩენს, შესაძლოა ქმარმა სხვაგან დაიწყოს სირბილი.

ტყუპები

ზოდიაქოს ამ ნიშანზე ყველაზე დიდ გავლენას პლანეტა მერკური ახდენს. ის ყველაზე ახლოსაა მზესთან. მისი ერთი მხარე გამუდმებით მნათობისკენაა მიქცეული, ამიტომაც სიმხურვალეს განიცდის, მერკურის მეორე მხარეს მზე ვერ წვდება, ამიტომ აქ ტემპერატურა ნულზე ქვემოთაა. ეს უკიდურესობები განაპირობებს ტყუპების გაორმაგებულ ქცევას. ტყუპების ვნებები იმდენადაა დაკავშირებული მათ გონებრივ შესაძლებლობებთან, რომ სწორედ ეს ახდენს გავლენას მათ სქესობრივ კავშირზე.

კირჩხიბი

კირჩხიბი ყველაზე უწესრიგოა ურთიერთობებში. ცვალებადი განწყობილების გამო იგი ჩახლართული სასიყვარულო ინტრიგების გმირი ადვილად შეიძლება გახდეს. მაგრამ თუ ვინმე შეუყვარდა, არაფერია ისეთი, მის გულის მოსაგებად რომ არ გააკეთოს. სქესობრივი აქტის არავითარი ფორმა მისთვის უცხო არ არის. ამ ნიშნის ქალებს მოწონს დედობრივად მოექცნენ მამაკაცებს. კირჩხიბი მკერდით მართავს და სხეულის ეს ნაწილი განსაკუთრებით აღაგზნებს მას. კირჩხიბ მამაკაცებს ხშირად მათზე უფროსი, დედის ტიპის ქალები იზიდავთ. კირჩხიბს სქესობრივ ფუნქციებზე უზარმაზარი კონტროლის უნარი აქვს. მას ძალუძს ინტენსიური სასიყვარული შექცევა დიდი ხნით გაახანგრძლივოს. მამაკაცებს და ქალებსაც უყვართ როცა ეალერსებიან.

ლომი

ლომები ჩვეულებრივ ძალიან ვნებიანი ხალხია. ცეცხლის ნიშანია და უკიდურესად მგრძნობიარეა. ლომისაა ჰოროსკოპის მეხუთე სახლი, რომელიც სიყვარულსა და სიამოვნებას განაგებს. ლომი ადვილად შეიძლება დანებდეს თავის სექსუალურ მისწრაფებებს და მხურვალე და ვნებიანი, ჩვენი საუკუნისათვის შესაფერისად თავისუფალი იყოს სექსის საქმეში, მაგრამ ლომი იშვიათად მიმართავს ველურ გზებს, სიამაყე არ უშვებს, თუმც ვნებებთან ბრძოლა ძნელია. ლომი ნაკლებ აგრესიულია ვიდრე სხვა ცეცხლის ნიშნები.

ქალწული

ქალწულის ნიშნით დაბადებულები სიყვარულის გამოვლენაში საკმაოდ თავშეკავებულები არიან. პარტნიორის მოქმედებას უფრო დაკვირვებული თვალით უმზერენ ვიდრე შეყვარებული ადამიაის თვალით. საერთოდაც, ქალწული სიყვარულის დამათრობელ გრძნობას მხოლოდ ერთხელ მიეცემიან ხოლმე. ქალწულს ძალიან ეშინია იმედის გაცრუების, ამიტომაც სიყვარულის მიმართ თოთქმის უნდობლად, ფრთხილადაა განწყობილი.

სასწორი

ზოდიაქოს ამ ნიშანს ვენერა მართავს. ამ ნიშნით დაბადებულები თავიანთ შეყვარებულებს, როგორც ხელოვნების ნიმუშს, ისე უყურებენ. შორიდან ათვალიერებენ, მაგრან ჩვენს საუკუნეში ცოტაა ისეთი ქალი, რომელსაც შორიდან “წვა და დაგვა” მოსწონდეს. სასწორისთვის სექსზე უფრო მეტს ნიშანვს  სიყვარულის სულიერი მხარე და ზოგჯერ თავის თავსაც ძნელად უტყდება იმაში, რომ პარტნიორთან ურთიერთობის ფიზიკურ მხარეს უხეშ, არაესთეტიკურ ფორმად მიიჩნევს.

მორიელი

მორიელი – სექსის განსახიერებაა. როგორც ქალი, ისე მამაკაცი. მორიელი მარისის უდიდეს გავლენას განიცდის და მეტისმეტად დიდი სექსუალური მოთხოვნები აქვს, სხვათ შორის, მაინცდამაინც არც ზნეობას დაგიდევთ. მორიელს სექსი ადამიანთა ურთიერთობის დამოუკიდებელ მხარედ მიაჩნია. ზოდიაქოს ყველა ნიშანთა შორის მორიელი ყველაზე კარგი საყვარელია.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის სიცოცხლისუნარიანობა ძალიან დადებითად მოქმედებს მის გარშემომყოფებზე. იუმორის გრძნობა ერთნაირად ახასიათებს როგორც ქალ, ასევე მამაკაც მშვილდოსანს. მამაკაცები აღფრთოვანებულნი არიან ქალი მშვილდოსნის უშუალობით. წარმოიდგინეთ, იგი საწოლშიც კი ხუმრობს. მშვილდოსანი არაჩვეულებრივი დედაა, აღმერთებს შვილებს. მშვილდოსანი სიყვარულშიც ისეთივე აზარტულია, როგორიც თამაშის დროს.

თხის რქა

სატურნის გავლენის ქვეშ მყოფი თხის რქა სექსუალური თვალსაზრისით თავშეკავებულია, თითქმის მორიდებული.  ყმაწვილობაში სექსი მის ცხოვრებაში ძალიან უმნიშვნელო როლს ასრულებს, უფრო სწავლასა და პროფესიის შექმნაზე ფიქრობს. თხის რქა ქალი პირად მომხიბლაობას კარგად იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად.

მერწყული

მერწყულს ყველაფერი ახალი აღაგზნებს, ამდენად სულ ახალი პარტნიორების ძებნაში არიან და ამას ამორალურად სულაც არ მიიჩნევენ. მერწყული ორჭოფობს, როდესაც საქმე ქორწინებას ეხება და ამ მომენტს მაქსიმალურად წელავს. მერწყულის სექსუალური ცხოვრება მრავალფეროვანია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ამაყობენ თავიანთი ნონკონფორმიზმითა და ექსტრავაგანტულობით.

თევზები

თევზები მუდამ სულიერი ნათესაობის ძიებაში არიან და სიყვარულის ფიზიკურ მხარეს ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ამიტომაც ხშირად უფუჭდებათ ურთიერთობა ადამიანებთან. თევზები მომხრენი არიან მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის, რომელიც ეფუძნება პრინციპს – “მონა-ბატონი”

 

 

0

ასევე დაგაინტერესებთ