მთავარი რჩევები დედის რძე უფროსებისთვისაც სასარგებლოა

დედის რძე უფროსებისთვისაც სასარგებლოა

by guramus

როგორც ცნობილია, ქალის რძეში არის ნივთიერება, რომელიც თოთო ბავშვს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს. პედიატრები გვირჩევენ, თოთო ბავშები 6 თვემდე მაინც დედის რძით ვკვებოთ, ვინაიდან თავიდან ჩვენს პატარებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ, მათ ორგანიზმში ცოტაა მარილმჟავა, ამიტომ ისინი ადვილად იღებენ ინფექციებს.

ამერიკელმა ექიმებმა ქალის რძიდან გამოყვეს ნივთიერება, რომელიც თვისებებით ძალიან ჰგავს უძლიერეს ანტიბიოტიკებს. ის ეფექტურად უმკლავდება ბევრ ბაქტერიას, რომელიც ინფექციას იწვევს, როგორც ბავშვებში, ისევე უფროსებში. ამერიკაში უკვე დაიწყო ამ ნივთიერების წარმოება. ჩვენ კი მაინც ვეცადოთ, ბავშვებს არ მოვაკლოთ დედის ნატურალური რძე.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: