მთავარი საკითხავი ონორე დე ბალზაკი — „მამა გორიო“ (ამონარიდები)

ონორე დე ბალზაკი — „მამა გორიო“ (ამონარიდები)

by guramus
ონორე დე ბალზაკი — „მამა გორიო“ (ამონარიდები)
„იმაზე ცუდი არაფერია, როცა შენს ნაკლს სხვას გააგებინებ, ამით შეიძლება ქორწილიც კი ჩაგეშალოს.“
„ახალგაზრდა კაცის თვალი ყველაფერს ამჩნევს; მისი სული ითქვიფება ქალის სხივებში, როგორც მცენარე ითვისებს ჰაერიდან სასიცოცხლო ნივთიერებებს.“
„ყველა ქალმა, ვინც კი იძულებული არის ქმრის ხასიათს ანგარიში გაუწიოს, რათა საშუალება ჰქონდეს ნება-სურვილისამებრ მოიქცეს, კარგად იცის ის ზღვარი, სადამდეც შეიძლება მისვლა ძვირფასი ნდობის დაუკარგავად, და ამიტომ არასოდეს არ აუხირდება ხოლმე ქმარს წვრილმანების გამო.“
„ზოგიერთ მამაკაცს ურჩევნია საბრძოლოდ გამზადებული იდგეს მეორე მამაკაცის წინაშე, რომელსაც მახვილი აქვს მოღერებული მისი გულის გასაგმირავად, ვიდრე მანდილოსნის წინაშე, რომელიც ორიოდე საათს იწუწუნებს და მერე მომაკვდავივით სასუნებელ მარილს მოითხოვს.“
„წერილით უფრო ადვილია სიყვარულისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, ვიდრე ცოცხალი სიტყვით.“
„როდესაც ადამიანი ცრუობს, ის იძულებული ხდება, სიცრუე სიცრუეს დაუმატოს.“
„ჭეშმარიტ გრძნობებს თვალიც აქვს და გონებაც.“
„როგორც კი რამე უბედურება დაგვატყდება თავს, მაშინვე მახარობლად ვინმე მეგობარი მოგვევლინება და გულში ჩხრეკას იწყებს ხანჯლით, რომლის ტარითაც ჩვენ წინაშე თავს იწონებს.“
„არიან ქალები, რომლებსაც სწორედ სხვისი რჩეულები უყვართ მდაბიო ქალების მსგავსად, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ჩვენნაირ ქუდებს დაიხურავენ, ჩვენს მანერებსაც შეიძენენ.“
„როდესაც მისი ასაკის ახალგაზრდა კაცს აბუჩად აიგდებენ, ის გაფიცხდება ხოლმე, გააფთრდება და მთელ საზოგადოებას მოუღერს მუშტს, შურისძიება სწადია, მაგრამ თავისი თავი აეჭვებს.“
„ვისაც არ სურს, რომ თოჯინების თამაშით მოტყუვდეს, ტილოს კედლის ჭუჭრუტანებიდან კი არ უნდა უცქიროს, ფარდულში უნდა შევიდეს.“
„დის გული სიწმინდის ალმასია, სინაზის უძირო ზღვაა.“
„თუკი მამაკაცის გულში რაიმე თანდაყოლილი გრძნობა არსებობს, ეს გახლავთ სიამაყე. მამაკაცს ეამაყება ის მფარველობა, რასაც იგი ყოველ წუთს უწევს სუსტ არსებას.“
„თუ ადამიანის გული სვენებ-სვენებით ადის სიყვარულის მწვერვალისკენ, სამაგიეროდ სიძულვილის ციცაბო დაღმართში იშვიათად თუ შეფერხდება.“
„სულმოკლე ადამიანები თავის გრძნობებს (კარგსაც და ცუდსაც) წვრილმანი საქციელებით იკმაყოფილებენ.“
„როდესაც ორი ცოცხალი ადამიანისგან ერთ-ერთი უნდა მოისპოს, სულელი უნდა იყო, რომ შემთხვევას მიენდო.“
„არიან ნაზი ბუნების ადამიანები, რომლებსაც თუ რამე აზრი ჩაუჯდათ თავში, მას შეუძლია სულ გაანადგუროს ისინი, მაგრამ არიან კარგად შეჯავშნულიადამიანებიც, ბრინჯაოს თავის ქალიანი, რომელზედაც სხვისი ნებისყოფა ისრისება და კედლიდან არეკლილ ტყვიასავით ძირს ვარდება; მათ გარდა არიან აგრეთვე დუნე და ფაშარი ბუნების ადამიანები, რომლებშიც სხვისი აზრი ეფლობა და ძალას კარგავს, როგორც ტყვია სანგრის ზვინულში.“
“ქალებს შეეკითხეთ, როგორი კაცებისაკენ მიისწრაფიან? პატივმოყვარეებისაკენ. პატივმოყვარეებს უფრო მაგარი წელი მოსდგამთ, სისხლში მეტი რკინა აქვთ და გული უფრო მხურვალე, ვიდრე სხვებს. ხოლო აყვავების ხანაში მყოფი ქალი იმდენად ბედნიერი და იმდენად მშვენიერია, რომ მას ძლიერი მამაკაცი ყველას ურჩევნია და იმასაც არ უშინდება, რომ შეიძლება ხელში შემოაკვდეს კიდევაც.“
„თუ ფულის გულისთვის დაქორწინდით, მაშინ სადღაა ჩვენი გრძნობები და ჩვენი პატიოსნება?“
„ანგარიშით ცოლის შერთვა სხვა არაფერია, თუ არა ცოლის წინაშე გველივით ქვემძრომობა, სიდედრის ფეხების ლოშნა და, ღორსაც რომ შეეზიზღება, ისეთ სიმდაბლეთა ჩადენა.“
„სჯობს კაცებს ებრძოლოთ, ვიდრე საკუთარ ცოლს დაუწყოთ ჭიდილი.“
„გენიოსის ძლიერების წინაშე ქედს იხრიან; იგი სძულთ, ჭორებით ჩირქსა სცხებენ, რადგან მას ყველაფერი განუყოფლად მიაქვს. მაგრამ სანამ იგი ურყევად დგას, წინ უჩოქებენ; ერთი სიტყვით, მას მუხლმოდრეკით ეთაყვანებიან, როდესაც არ შეუძლიათ, რომ ტალახში ჩააგდონ.“
„პატიოსანი ადამიანი ყველას მტერია.“
„თუ რაიმეს მომზადება გინდა, ხელიც უნდა გაისვარო, მაგრამ მერე ხელის დაბანაც კარგად უნდა იცოდე.“ „ახალგაზრდა ქალი ქისას როგორ არ გაიმეტებს მისთვის, ვისაც გული ჩააბარა?“
„საწყალი, უბედური და საცოდავი ქალიშვილის გული, სიყვარულს დახარბებული ღრუბელია, თანაც ისეთი მშრალია, გრძნობის ერთი წვეთიც რომ მოხვდეს, მაშინვე გაიჟღინთება.“
„იმ ადამიანს, ვინც არ შეიცვლის რწმენას, ყოველთვის მოუწევს პირდაპირი გზით სიარული. ასეთ სულელ ადამიანს სჯერა თავისი უცოდველობა.“
„პატიოსნებისადმი ერთგულება ამაღლებული მოწამებრივობაა.“
„რა უნდა იყოს უფრო მშვენიერი, ვიდრე შესცქეროდე შენს ცხოვრებას და ხედავდე, რომ იგი შროშანივით სპეტაკია.“
„კეთილისყოფა, რომელიც ორ არსებას ერთ არსად აქცევს, წარმოშობს ციურ გრძნობას, ისეთივე შეუცნობელსა და ისეთივე იშვიათს, როგორც ჭეშმარიტი სიყვარულია; ერთიცა და მეორეც ამაღლებულ სულთა გულუხვობის შედეგია.“
“პატიოსნებისადმი ერთგულება ამაღლებული მოწამებრივობაა.“
„არაფერი არ სიამოვნებთ ქალებს ისე, როგორც ტკბილი სიტყვების ყურისგდება. ყველაზე მეტად ღვთისმოსავი დედაკაცებიც კი სმენად იქცევიან მაშინაც კი, როდესაც არ მართებთ პასუხის გაცემა.“
„მამა ისე იცნობს თავის შვილებს, როგორც ღმერთი ყველა ჩვენგანს, იგი ხედავს რა გვაქვს გულის სიღრმეში და სჯის ჩვენი განზრახვების მიხედვით.“
„სულ ტლანქი ქმნილებაც კი, თუ მას ძლიერი და ჭეშმარიტი გრძნობა ამოქმედებს, იცვლება და გამოსცემს განსაკუთრებულ დენს, რომელიც ცვლის მის სახეს, ამკვირცხლებს მოძრაობას და ალამაზებს ხმას. გრძნობის გავლენით რეგვენიც კი საოცარ ოქროპირობას იჩენს და თუ მჭევრმეტყველებაში ჩამორჩება, აზრები მაინც ამაღლებული აქვს და სადღაც მაღალ ფარდებში დაფრენს.“
„ახალგაზრდა კაცისათვის მისი პირველი ინტრიგა იმდენივე მშვენირებას შეიცავს, რამდენსაც პირველი სიყვარულიდან მოელის. წარმატების რწმენა ათასგვარ სასიამოვნო გრძნობას იწვევს, ოღონდ კაცი ამას თავის თავსაც კი არ ეტყვის, ზოგიერთი ქალის მიმზიდველობას კი სწორედ ესა ქმნის. სურვილს როგორც გამარჯვების სიძნელე, ისე მისი სიადვილეც წარმოშობს.“
„გრძნობები ყოველთვის უანგარიშო როდია.“
„თუ მელანქოლიკოსების აღსაგზნებად კეკლუცობაა საჭირო, ნერვიულმა ადამიანებმა ან სანგვინიკოსებმა შეიძლება სულაც დასტოვონ ბრძოლის ველი, თუკი საკმაოდ მაგარი წინააღმდეგობა შეხვდათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ელეგიას უმთავრესად ლიმფა წარმოშობს, ხოლო დითირამბებს – ნაღველა.“
„უმართებულოა ქალის მიტოვება, რომელსაც გაჭირვების ჟამს კალთა ოქროთი გაუვსე; იგი ყოველთვის უნდა გიყვარდეს.“
„როცა გწამს სიყვარულისა, განა იფიქრებ იმას, რომ წინ დაშორება მოგელის?“
„ქალებს სჩვევიათ შესაძლებელზე დაყრდნობით შეუძლებლის მტკიცება და წინათგრძნობების საფუძველზე ფაქტების უარყოფა.“
„მარცხი ყოველთვის გვაგრძნობინებს ხოლმე ჩვენი მისწრაფებების სიძლიერეს.“
„თითქმის ყველა ახალგაზრდა ერთ კანონს ემორჩილება, რომელიც გარეგნულად ძნელი ასახსნელია, მაგრამ მას საფუძვლად უდევს მათი ახალგაზრდობა და რაღაც გააფთრება, რომლითაც ისინი სიამოვნებას ეტანებიან. გინდ მდიდრები იყვნენ, გინდ ღარიბები, მათ არასოდეს არ გააჩნიათ ფული ცხოვრების საჭიროებისათვის, მაგრამ ყოველთვის გამონახავენ თავისი კაპრიზების დასაკმაყოფილებლად. ხელგაშლილნი არიან იქ, სადაც შეიძლება ყველაფერი ნისიადაიღონ, იქ კი, სადაც ნაღდი უნდა გადაიხადონ, სიძუნწეს იჩენენ, თითქოს უნდათ აინაზღაურონ ის, რაც არ გააჩნიათ და გაფლანგონ ის, რაც ხელში ეძლევათ.“
„გული ყველაზე კარგი წინამძღოლია.“
„ქალები ყოველთვის მართალნი არიან, თუნდაც სრულიად უსირცხვილო ტყუილს იყვნენ აყოლილნი, რადგან მათ ბუნებრივი გრძნობები ამოქმედებთ.“
„ხანდახან ქალი კეკლუცობაში მეტ სიამოვნებას ჰპოვებს, ვიდრე სიყვარულში.“
„განა გრძნობა ერთ გაფიქრებაში მოქცეული მთელი სამყარო არ არის?“
„როდესაც ადამიანს სახლიდან ისტუმრებენ, სათანადო ზრდილობა მაინც უნდა იქნეს დაცული.“
„რამდენი ჭეშმარიტი უმანკოებაა შეყვარებული ქალის გულში.“
„რაც უფრო ძლიერი და გულწრფელია სიყვარული, მით უფრო საჭიროა მისი შენიღბვა და საიდუმლოებით შებურვა.“
„მამები ვალდებულები არიან გასცენ, რათა ბედნიერები გახდნენ. მუდამ გაეცი! მამას მხოლოდ ეს უნდა ამოქმედებდეს.“
„პირველ ქალს, რომელიც ნამდვილად გაიტაცებს ადამიანს, იმ ქალს, რომელსაც იგი ხედავს ხოლმე ისეთ ბრწყინვალე გარემოცვაში, რასაც პარიზის საზოგადოება მოითხოვს, მეტოქე არასოდეს არ ეყოლება.“
„სიყვარული რელიგიაა და მისი კულტი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირად ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგია. იგი სწრაფად გაივლის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, რომელიც ცდილობს, რომ სადაც კი ჩაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი.“
„თუკი არ არსებობს წმინდა და ამაღლებული სიყვარული, რომელიც მთელ სიცოცხლეს ავსებს, მაშინ ძალაუფლების ამ წყურვილს შესანიშნავი საქმეების წარმართვა შეუძლია. ამისთვის საკმაოა უარი თქვა ყველა პირად ინტერესზე და შენი ქვეყნის სიდიადე დაისახო მიზნად.“
„ნათესაური სიყვარული ყველაზე საიმედოა.“
„სიყვარული რომ უფრო მეტად შეიძლებოდეს, ალბათ მეტად მეყვარებოდი.“
„ჩაცმის დროს უკანასკნელ, დამამთავრებელ სამზადისს მეტი დრო უნდა ისევე, როგორც სურათის დამტავრებისდ დროს მხატვარს კალმის უკანასკნელი მოსმისთვის გაცილებით მეტი დრო სჭირდება ხოლმე, ვიდრე მთელი სურათის დასახატავად.“
„ხშირად საზოგადოებრივი კანონის ულმობელი მსჯავრი ამტყუნებს მათ, ვისი დანაშაულიც ცხადია, მაგრამ შეიძლება გამართლებული იყოს იმ ურიცხვი გარემოებებით, რომლებიც წარმოიშობა ხოლმე ოჯახის წიაღში, ხასიათების შეუსაბამობის, ინტერესთა და მდგომარეობის განსხვავებების გამო.“
„რჩეული ადამიანებიც კი გულის კანონებს ექვემდებარებიან და დაუღონებლად კი არ ცხოვრობენ, მიუხედავად ზოგიერთი მლიქვნელის ცდისა, რომ სრულიად საწინააღმდეგო დაუმტკიცოს ხალხს.“
„ათ ღამეს რომ გადაწყვიტოს ახალგაზრდა კაცმა მუშაობა, აქედან შვიდ ღამეს უსათუოდ ძილი მოერევა. ღამის ტეხვა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ოცი წლის ასაკს გადააბიჯა.“
„იმაზე ცუდი არაფერია, როცა შენს ნაკლს სხვას გააგებინებ.“
„განა შესაძლებელია, ცეკვით აღფრთოვანებული ქალის სიტყვით აღწერა.“
„მართალს ამბობენ, რომ არაფერია უფრო ლამაზი, ვიდრე იალქნებგაშლილი ფრეგატი, გაჭენებული ცხენი და მოცეკვავე ქალი.“
„გუშინ ბედნიერების მწვერვალზე, დიუკის მეუღლის სახლში, დღეს დილით კი ცხოვრების კიბის უმდაბლეს საფეხურზე, მევახშესთან; აი, ასეთები არიან პარიზელი ქალები. თუ მათ ქმრებს არ ძალუძთ მათი აღვირახსნილი ფუფუნების უზრუნველყოფა, ისინი თავისი თავით ვაჭრობენ. თუ თავისი თავის გაყიდვა არ ეხერხებათ, მშობელ დედას გაფატრავენ, ოღონდ კი რამე იპოვნონ, რითაც შეიძლება თავის მოწონება.“
„შინაბერამ თვალები დახარა, როგორც მონაზონმა შიშველი ქანდაკების წინაშე.“
„ასეთ ადამიანს, თუ რაიმე აზრი აეკვიატა, ვეღარ გადააგდებინებ, მათ მხოლოდ ერთი გარკვეული წყაროს წყალი სწყურიათ, თუნდაც რომ აშმორებული იყოს და მის დასალევად ცოლ – შვილს გაჰყიდიან, სულს ეშმაკს მიჰყიდიან. ზოგისთვის ასეთი წყაროა აზარტული თამაში, ბირჟა, სურათების ან მწერების კოლექცია, მუსიკა; ზოგისთვის კი ქალია, რომელმაც იცის, როგორ დაატკბოს ის.“
„ზეცას რომ უტევ, მიზანში ღმერთი უნდა ამოიღო.“
„ქალი რომელსაც უყვარს, ეჭვების მიზეზების გამოძებნას კიდევ უფრო ადვილად ახერხებს, ვიდრე სიამოვნების სხვადასხვა სახეებისა.“
„ჩვენ არ ვაპატიებთ ხოლმე გრძნობას, როდესაც ის მთლიანად ამჟღავნებს თავს, ისევე როგორც არ ვაპატიებთ ადამიანს, რომელსაც ფული არ აქვს.“
„თუ ჯალათი აღარ იქნებით, მსხვერპლად გადაიქცევით.“
„თუ ქალები აღიარებენ, რომ თქვენ ნიჭი და გონება გაქვთ, კაცებიც დაიჯერებენ, თუ რა თქმა უნდა თქვენ თვითონ არ შეაცვლევინებთ აზრს.“
„ჩემო საყვარელო დედიკო, მესამე ძუძუ ხომ არ მოგეპოვებათ ჩემს გამოსაკვებად?“
„ჩემსას მივაღწევ! ეს ბანქოს მოთამაშის ან დიდი მხედართმთავრის სიტყვებია, ფატალისტური სიტყვები, რომლებიც უფრო მეტად ხალხს ღუპავენ, ვიდრე შველიან.“
„როგორც კი სტუდენტის ჯიბეში ფული დაიწყებს ჩხრიალს, მაშინვე მას გუნება გამოეცვლება და ისე ამაყად გრძნობს თავს, თითქოს ფანტასტიკური სიმაღლის სვეტზე შეუსკუპებიათო.“
„ადამიანი სრულყოფილი არ არის, იგი ხან მეტად, ხან ნაკლებად პირმოთნეა, სულელები კი გაიძახიან, რომ ერთი ზნეობითაა აღსავსე, ხოლო მეორე უზნეოა.“
„მე დიდი პოეტი ვარ, მაგრამ ლექსებს როდი ვწერ: ჩემი პოეზია მოქმედებასა და გრძნობებშია.“
„პრინციპები არ არსებობს, არამედ მხოლოდ მოვლენებია: კანონები არ არსებობს, მხოლოდ გარემოებებთან გვაქვს საქმე: რჩეული ადამიანი თვითონ ეგუება მოვლენებსა და გარემოებებს, რათა ჩაუდგეს მათ სათავეში და უხელმძღვანელოს; პრინციპები და კანონები ურყევი რომ იყოს, ხალხები არ გამოიცვლიდნენ მათ ისე, როგორც ჩვენ პერანგს ვიცვლით ხოლმე.“
„მე მხოლოდ იმ დღეს შემექმნება ურყევი რწმენა რისამე, როდესაც მოვნახავ სამ ადამიანს, რომლებიც შეთანხმებულად გამოიყენებენ ერთსა და იმავე პრინციპს, ხოლო ამ დღის ცდა დიდხანს მომიხდება.“
„პატიოსნება, ნაწილ-ნაწილ არ იყოფა: იგი ან გაქვს, ან არა გაქვს.“
„პატიოსნებისადმი ერთგულება ამაღლებული მოწამეობრივობაა! ყველას სჯერა პატიოსნების არსებობა, მაგრამ ვინ არის პატიოსანი? ხალხებმა თავისუფლება გააღმერთეს, მაგრამ სად არის ამქვეყნად თავისუფალი ხალხი?“
„მე უფრო მიყვარს ჩემი ქალიშვილები, ვიდრე ღმერთს სამყარო, რადგან სამყარო არ არის ისეთივე მშვენიერი, როგორც ღმერთია, ხოლო ჩემი ქალიშვილები ჩემზე კარგები არიან.“
„აზრების წამალიც არსებობს, ეს მათი განხორციელებაა.“
„ჩვენი ბედნიერება, ჩემო კარგო, თავსდება ჩვენი ფეხისგულებისა და კეფის შუა და რადაც არ უნდა ღირდეს იგი – ერთ მილიონად თუ ას ლუიდორად წელიწადში, ჩვენ მიერ მისი შინაგანი აღქმა ყოველთვის ერთნაირი იქნება.“
„ოქროს ჯაჭვი ყველაზე მძიმე ჯაჭვია.“ “ფული არაფერია მანამ, სანამ გრძნობა არ გამქარალა.“
„ქალებს სჩვევიათ შესაძლებელზე დაყრდნობით შეუძლებლის მტკიცება და წინათგრძნობების საფუძველზე ფაქტების უარყოფა.“
„მარცხი ყოველთვის გვაგრძნობინებს ჩვენი მისწრაფებების სიძლიერეს.“
„ხელგაშლილნი არიან იქ, სადაც შეიძლება ყველაფერი ნისიად აიღონ, იქ კი სადაც ნაღდი უნდა გადაიხადონ, სიძუნწეს იჩენენ, თითქოს უნდათ აინაზღაურონ ის, რაც არ გააჩნიათ და გაფლანგონ ის, რაც ხელში ეძლევათ.“
„როგორც არსებობს დისციპლინა არმიაში, ისევე ბიუროებში პასიური მორჩილებაა დამყარებული. ეს სისტემა აჩლუნგებს სინდისს, აცარიელებს ადამიანს და საბოლოოდ, დროის განმავლობაში, სახელმწიფო მმართველობის მანქანის რომელიღაც ხრახნად, ან ქანჩად აქცევს.“
„პირიდან სიტყვები ისე მოედინებოდა, როგორც წყლის წვეთები ცუდად დაკეტილი ონკანიდან.“
„ის დაღი, რომელსაც ჩვენ მხარზე ვატარებთ, თქვენ, განგრენით დაავადებული საზოგადოების მოდუნებულ წევრებს, გულზე გაქვთ დაჭდეული: თქვენგან ყველაზე უკეთესმა მე ვერ გამიძლო.“
„ჯაშუშები უსქესოები არიან.“ „მუდამ გაეცი! მამას მხოლოდ ეს უნდა ამოძრავებდეს.“
„უმეფეებოდ შეიძლება გაძლება, მაგრამ უჭამასმოდ არსებობა ხომ შეუძლებელია.“
„უმაღლესი საზოგადოება, ტალახის ზღვაა, რომელშიაც კაცმა თუ ფეხი დაისველა, მერე კისრამდე ჩაეფლობა.“
„იქნებ სიყვარული განცდილი სიამოვნებისთვის მადლობის გრძნობაა და სხვა არაფერი.“
„უბიწო სულის ადამიანები დიდხანს ვერ ძლებენ ამქვეყნად, როგორ უნდა შეეგუოს დიდსულოვანი გრძნობების ადამიანი ამ შეზღუდულ, დაწვრილმანებულ, ქარაფშუტა საზოგადოებას?“
„სამშობლო დაიღუპება, მამები თუ ასე ფეხქვეშ გათელეს!“
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: