მთავარი საკითხავი “მშვიდობა ღიმილით იწყება” – დედა ტერეზას გენიალური ციტატები

“მშვიდობა ღიმილით იწყება” – დედა ტერეზას გენიალური ციტატები

by guramus

“მშვიდობა ღიმილით იწყება” – დედა ტერეზას გენიალური ციტატები

მე-XX საუკუნეში დაიბადა ქალბატონი, რომელმაც თავი შესწირა სხვა ადამიანებზე ზრუნვას.დედა ტერეზა სიკვდილის შემდეგ კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.სიცოცხლეში კი მან მიიღო ნობელის პრემია ჰუმანიტარული საქმიანობისთვის, ინდური ორდენი ”ლოტოსის ქალბატონი”, თავისუფლების მედალი-რონალდ რეიგანისგან და რომის პაპი პავლე IV-სგან რომის პაპი იოანე XXIII-ის ჯილდო მშვიდობის სამსახურში გულმხურვალე დგომისთვის. რისთვის დაიმსახურა დედა ტერეზამ ასე დიდი აღიარება? იმისთვის, რომ ის 40 წელი კალკუტაში (ინდოეთი) ობლებს, დავრდომილებს და ღარიბ ადამიანებზე ზრუნავდა. იმისთვის, რომ მან დააფუძნა საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ქველმოქმედების მისიონერი”, რომელსაც ამჟამად 400 ფილიალი და 700 გაჭირვებულთა თავშესაფარი გააჩნია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

დედა ტერეზას გამონათქვამები კი ხალხის საგანძურია, რომელითაც ის ადამიანებს სიკეთის, რწმენის, სიყვარულის და ჰუმანიზმისკენ მოუწოდებს.

მისი ციტატების წყალობით გავიცანი დედა ტერეზა. მისით მოვიხიბლე და ჩემთვის სიკეთის იდეალი გახდა. მინდა რამდენიმე გამონათქვამი თქვენც გაგიზიაროთ, მათი წაკითხვის შემდეგ მე უფრო უკეთესი გავხდი.

“სად არის ჩემი რწმენა? სადღაც შიგნით სიღრმეშიც… კი არ არის არაფერი სიცარიელისა და სიბნელის გარდა… თუ ღმერთი არსებობს–გთხოვ შემინდე. როდესაც მე ვცდილობ ჩემი ფიქრი ზეცას შევუერთო, მიჩნდება ისეთი განცდა, თითქოს ეს აზრები ისევე მე მიბრუნდებიან, მიბრუნდებიან ბასრ დანებად, რომლებიც ჩემ სულ მოუშუშებელ იარებს აყენებენ… ო როგორი მტკივნეულია ეს შეუცნობელი ტკივილი–მე არ მაქვს რწმენა. უარყოფილი, სიცარიელე, ურწმუნოება, ყოვლგვარი სურვილის გარეშე… რისთვის ვიბრძვი მე? თუ არ არსებობს ღმერთი, ვერ იარსებებს სული. თუ არ არსებობს სული, მაშინ არც შენ არსებობ იესო.”

”ადამიანები სულელები, ალოგიკურები და ეგოისტები არიან; არა უშავს შეუნდეთ მათ.”

”თუ თქვენ გააკეთეთ სიკეთე და ხალხმა ბრალი დაგდოთ საიდუმლო პირად მიზნებში; არა უშავს, აკეთეთ სიკეთე.”

”თუ თქვენ მიაღწიეთ წარმატებას და გამოგიჩნდენ ცრუ მეგობრები და ნამდვილი მტრები; არა უშავს, მიაღწიეთ წარმატებას.”

”თუ თქვენ პატიოსანი და გულღია ხართ, ხალხი მოგატყუებთ თქვენ; არა უშავს, იყავით პატიოსანი და გულღია.”

”რასაც თქვენ აშენებდით წლობით, ის შეიძლება ერთ წუთში დაინგრეს; არა უშავს, აშენეთ.”

”თუ თქვენ მოიპოვეთ ბედნიერება, სხვებს შეშურდებათ; არა უშავს, იყავით ბედნიერი.”

”სიკეთე, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ, ხალხი მას ხვალ უკვე დაივიწყებს; არა უშავს აკეთეთ სიკეთე.”

”იყავით განსხვავებული ხალხისგან საუკეთესოთი რაც გაგაჩნიათ, თუმცა ეს არასდროს არ იქნება საკმარისი; არა უშავს, გამოეყავით მათ საუკეთესოთი. საბოლოოდ რასაც თქვენ აკეთებთ ხალხს არ სჭირდება; ეს მხოლოდ თქვენ და ღმერთს გჭირდებათ; ილოცეთ ერთად და უერთგულეთ მარტომ.”

”ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ეროვნებაში, კანის ფერში, რელიგიაში. ყველა ადამიანი ჩვენთვის ღვთის შვილია. ყველა იმსახურებს ჩვენს დახმარებას, ყველა შექმნილია რათა უყვარდეს და უყვარდეთ. ქველმოქმედება–ეს არის დიდი ძალა, რომელიც აკავშირებს და აერთიანებს ადამიანებს. ქველმოქმედება აახლოვებს და ამეგობრებს. მხოლოდ ქველმოქმედებას ძალუძს აღაფრთოვანოს ყოველი სულიერი, რადგან ეს საქმე უფლის ხელიდან მომდინარეობს.”

“თქვენ ხართ მატერიალურად უზრუნველყოფილი, თქვენ გაქვთ ყველაფერი ამ ქვეყანაზე, მაგრამ თქვენი გული მწუხარებით სავსეა. დავუშვათ თქვენ არ განაღვლებთ ის რაც არ გაქვთ–უბრალოდ მიდით ადამიანებთან და მოაქციეთ მათი ხელი თქვენსაში, გამოხატეთ სიყვარული. თქვენ თუ ამ რჩევას დაყვებით, თქვენ იბრწყინებთ როგორც შუქურა.”

“თუ არ შეგიძლია რომ ათასი ადამიანი გამოკვებო, მიეცი სარჩო-საბადებელი მხოლოდ ერთს მაინც.”

”მოდით, ერთმანეთს ყოველთვის ღიმილით შევხვდეთ. ღიმილი სიყვარულის დასაწყისია.”

”მოდით, ნუ ვიქნებით კმაყოფილნი მხოლოდ ფულის გაცემით. მხოლოდ ფული არაა საკმარისი. ის შეიძლება მიიღონ, მაგრამ ადამიანებს თქვენ ფულზე მეტად თქვენი გული და სიყვარული სჭირდებათ. ასე, რომ განავრცეთ ყველგან თქვენი სიყვარული, სადაც კი ფეხს დადგამთ.”

”მარტოობა და შეგრძნება იმისა, რომ საჭირო არ ხარ, ყველაზე საშინელი სიღარიბეა”.

”ჩვენ შესაძლოა არც კი გვქონდეს გაცნობიერებული ის, თუ რამხელა რამე შეუძლია ერთ უბრალო გაღიმებას.”

”მშვიდობის ყველაზე დიდი გამანადგურებელი არის აბორტი, რადგანაც თუ დედას თავისი შვილის მოკვლა შეუძლია, რამ უნდა შემაკავოს მე რომ მოგკლათ თქვენ და თქვენ, რომ მომკლათ მე?”

”ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული ესა თუ ის საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ამ წვეთის გარეშე უფრო პატარა იქნებოდა.”

”ჩვენ გვესაჭიროება მოვძებნოთ ღმერთი და იგი ვერ მოიძებნება ხმაურსა და მოუსვენრობაში. ღმერთი სიწყნარის მეგობარია. შეხედეთ ხეებს, ყვავილებსა და ბალახს, თუ როგორ იზრდებიან ისინი სიწყნარეში. შეხედეთ, ვარსკვლავებს, მთვარესა და მზეს, როგორ მოძრაობენ სიწყნარეში. ჩვენ გვესაჭიროება სიწყნარე, რათა შევძლოთ მივწვდეთ სულებს.”

”ალბათ არის იმის მიზეზი თუ რატომ ცხოვრობს ზოგიერთი შეძლებულად. მათ როგორც ჩანს იშრომეს ამ კარგი ცხოვრების შესაქმნელად. მე მხოლოდ იმაზე ვბრაზდები, როცა ვუყურებ დაუდევრობას, როცა ადამიანები ნაგავში ყრიან ისეთ რაღაცეებს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება.”

”მეფური ნაბიჯია წამოაყენო დაცემული”.