მთავარი ჯანმრთელობა როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ელეგანტურად

როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ელეგანტურად

by guramus

შეიძლება ელეგანტური ვუწოდოთ მანდილოსანს, რომელიც მოდურად იცვამს, მაგრამ მოხრილი დადის, თავი მხრებში აქვს ჩამძვრალი და ხელებს იქნევს? რა თქმა უნდა, არა. პლასტიკა ქალს ალამაზებს. ამისთვის აუცილებელია დავიმახსოვროთ რამდენიმე ძალზე მარტივი წესი:

– ეცადეთ, ყოველთვის გამართული იყოთ სიარულის, ჯდომის, დგომის დროს.

ერთ პატარა საიდუმლოს გაგანდობთ: ნიკაპი ოდნავ წასწიეთ და ნახავთ, რომ ზურგშიც გაიმართებით და სიარულიც (დგომა, ჯდომა) უფრო ამაყი გაგიხდებათ.

ჯდომისას, ეცადეთ, მოხერხებულად მოეწყოთ – ხერხემლით ირგძნოთ სკამის ან სავარძლის საზურგე. სკამის ნაპირზე ნუ ჩამოჯდებით, თორემ კუზიანივით მოიხრებით.

როგორც არ უნდა გეჩქარებოდეთ, ეცადეთ, დინჯად და ამაყად იაროთ. გაითვალისწინეთ, რაც უფრო მაღალია ფეხსაცმლის ქუსლი, თქვენი ნაბიჯი მით უფრო მოკლე უნდა იყოს. მანდილოსანს არ შეშვენის მოხრილი და დიდი ნაბიჯებით სიარული.