მთავარი რჩევები რა იწვევს ნაადრევ კლიმაქსს?

რა იწვევს ნაადრევ კლიმაქსს?

by guramus

კლიმაქსი ბუნებრივი ბიულოგიური პროცესია, რომლის დროსაც ხდება ქალის ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნა.

ჩვეულებრივ , ის დღგება, დაახლოებით 50 წლის ასაკში, თუმცა შეიძლება 40 ან 35 და უფრო ადრეულ ასაკშიც იჩინოს თავი.

ნაადრევი კლიმაქსი შეიძება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობით ან სხვადასხვა დაავადებებით. ასევე ორალური კონტრაცეპტივების არასწორად გამოყენების შედეგად. მენოპაუზის დაჩქარება შეუძლია თამბაქოს მოხმარებას, ხშირ სტრესსა და ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას.

კლიმაქსს, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის გარდა, სხვა სიმპტომებიც აქვს: ალები, შემცივნება, ძილის დარღვევა, ჭარბი ოფლიანობა, გულის მუშაობის შეფერხება, არტერიული წნევის ცვალებადობა, კანისა და თმის სიმშრალე, მომატებული გაღიზიანებადობა, დაღლილობის შეგრძნება, სისუსტე, დეპრესია.

ნაადრევი კლიმაქსის უსიამოვნო გამოვლინებებთან ბრძოლის ყველაზე ფექტური საშუალებაა ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია. ამ დროს ინიშნება ესტროგენისა და პროგესტერონის შემცვლელი პრეპარატები, რომლებიც არა მარტო შეამსუბუქებენ სიმპტომებს, არამედ შესაძლოა გართულებებსაც თავიდან ააცილებს ქალებს.