მთავარი საკითხავი ლოცვა ძილის წინ – განვიწმინდოთ ყოველგვარი დღიური ცოდვებისგან

ლოცვა ძილის წინ – განვიწმინდოთ ყოველგვარი დღიური ცოდვებისგან

by guramus

ლოცვა ამოღებულია წმიდა წიგნიდან – ავგაროზი და ლოცვანი (სრული კრებული)

 

წაიკითხეთ ეს ლოცვა ყოველ ღამე. განვიწმინდოთ ყოველგვარი დღიური ცოდვებისგან. ვილოცოთ გულწრფელად და შევსთხოვოთ უფალს პატიება. დავიმშვიდოთ სული ჩვენი და დავიწყოთ ყოველი დღე ლაღად და თავისუფლად. უფალი არს ჩვენთან. ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ.

 

 

ლოცვა ძილად დაწოლისა სავედრებელი
ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ სამარადისო

ყოველსა ნათესავისა კაცთასა სასოებაო და სიტკბოებაო, სამკაულო, ყოველთა არსთა შექმნილთა უბრწყინვალესო ნათელო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რომელმან პირველ ჟამთა გამომხსნელი იგი ნათელი, აღსასრულსა ჟამთასა ხორცითა გვიშევ ჩვენ, და ბნელისა იგი მაოტებელი ცისკარი, მზისა მის სიმართლისა დასვლასა მზისასა, ვითარცა ელვა აღმოგვიბრწყინვე, მოგვიხსენენ ჩვენცა, რომელნი ესე მოსრულ ვართ თაყვანისცემად სიწმიდისა შენისა და წადიერად და სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა, წარსრული ამის დღისა მტერისა მიერნი წყლულებანი სულთა ჩვენთანი განაქარვენ, რამეთუ შენ გესავთ, მოიხილე ჩვენზედა, ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა უბიწოო, წყალობის მომრთმელ გვექმენ ჩვენ ძისაგან შენისა, რათა სიბნელესა ამას წინა მდებარესა ღამისასა შენ მიერ ყოველთაგან საფრთხეთა და დაბრკოლებათა ეშმაკისათა უვნებელად თანა წარვჰდეთ, და კვალად ცისკრისა გალობისა, ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ, დიდების მეტყველებად და მადლობისა შეწირვად ძისა და ღვთისა შენისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესა, რომელისა არს დიდება, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: