მთავარი ურთიერთობები ვინ არის ინტიმის ინიციატორი და როგორ მივხვდეთ, რომ მას ჩვენთან სექსი სურს?

ვინ არის ინტიმის ინიციატორი და როგორ მივხვდეთ, რომ მას ჩვენთან სექსი სურს?

by guramus

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა – ვინ არის ინტიმის ინიციატორი, ქალი თუ კაცი? ამ კითხვაზე დაზუსტებით პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ წარმოგიდგენთ რამდენიმე აზრს, რის შედეგადაც შევეცდები პასუხი გაგცეთ ამ კითხვაზე.

ფსიქოლოგების აზრით, ინტიმის ინიციატორები უმეტეს წილად ქალები არიან, რომლებიც ინსტინქტით მოქმედებენ და არა წინასწარი ზრახვით, თუ ჩანაფიქრით. როგორ ახერხებენ ამას?

ასწევენ ხელებს, ვითომდა კეფაზე თმის შესწორემა სურთ. ტყუილად როდი ხატავდნენ ცნობილი მხატვრები ქალს ამ პოზასი.

ქუშაში სიარულის მანერას მერლინ მონროს სიარულს ამსგავსებენ – სწორედ ამ ულამაზესი ქალივით არხევენ თეძოებს (გაიხსენეთ ფილმი ,,ჯარში მხოლოდ ქალიშვილები არიან”). სიარულის ასეთი მანერა მამაკაცებს აგიჟებთ.

ხშირად იღიმებიან და გადამდებად კისკისებენ, რითაც უეჭველად იპყრობენ ყურადღებას.

მეტყველი თვალები, შესციცინებენ პარტნიორს და რა თქმა უნდა ხშირად ეთანხმებიან მის მოსაზრებას.

პარტნიორთან საუბრისას ხელისგულებს გადაუშლიან მას, თითქოს სამარჩიელოდ იწვევენ – აი, ჩვენი ბედისწერაო.

უნებლიედ ეხებიან თითებით საკუთარ თმას, ოღონდ ხელს არ ისვამენ ზედ – ამან, შეიძლება, პარტნიორის უკურეაქციაც კი გა მოიწვიოს.

P.S. ეს რეაქციები ინსტინქტურია, გაუცნობიერებელია, ალღოს ნაკარნახევია, მაშასადამე – ბუნებრივიც. თუ ქალის მოქმედება წინასწარგანზრახულია, იგი არაინსტინქტური, ანუ არაბუნებრივია (მაგალითად, ჭრილიანი კაბა აცვია და ფეხს ფეხზე გადაიდებს, ან ვითომ უნებლიედ შიხსნის კაბის ზედა ღილს), რაც მამაკაცში საპირისპირო რეაქციას იწვევ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: