მთავარი ურთიერთობები რომელი უფრო ხიბლავს კაცს ქერა, შავგვრემანი თუ წითური ქალები?

რომელი უფრო ხიბლავს კაცს ქერა, შავგვრემანი თუ წითური ქალები?

by guramus

საუკუნოვან კითხვაზე, რომელი უფრო ხიბლავს კაცს ქერა, შავგვრემანი თუ წითური ქალები? ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ჩვენ წარმოგიდგენთ ფსიქოლოგების გამოკვლევებს და დასკვნებს, შემდეგ კი თქვენ გადაწყვიტეთ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მიუხედავად განსხვავებული გემოვნებისა, ქალის თმის ფერთან დაკავშირებით კაცების დიდი ნაწილი ერთნაირად რეაგირებს.

კაცების დიდი ნაწილი ამბობს, რომ შავგვრემანი ქალი ყველაზე სექსუალური და მიმზიდველია. ქერა მათთვის – მხიარულებასთან და ფლირტთან, ხოლო წითური ქალი ტემპერამენტთან და ვნებასთან ასოცირდება.

შეკითხვა: ქერა თუ შავგვრემანი, აქტუალურობას არ კარგავს. ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. ბარში კაცებს ქერა გოგონები გააცნეს. მამაკაცებმა განაცხადეს რომ ქერა გოგონებს უფრო ადვილად მოხიბლავდნენ. მოგვიანებით იგივე გოგონებს შავი ფერის პარიკებიც გაუკეთეს, კაცებმა თქვეს, რომ ეს ქალები ,,ჭკვიანები და ცოტა ამპარტავნები არიან”.

აღმოჩნდა, რომ სტერეოტიპი, თითქოს კაცებს ქერა ქალები ურჩვნაით, ტყუილია. ამ დასკვნამდე ფსიქოლოგები დაკვირვების და გამოკითხვის შემდეგ მივიდნენ. უცნაურია, მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი სადაც მასიურად ქერა და ცისფერთვალება ქალები იბადებიან, მამაკაცებს ის ქალები მოსწონთ, რომელთაც მუქი თმა აქვთ.

თუმცა, მსოფლიოში შავთმიანი ქალები უფრო მეტია, ვიდრე ქერა. ოფიციალური სტატისტიკით, უამრავი ქერა ქალიდან მხოლოდ 10%-ია ბუნებრივად ქერა. ხშირად ქერა ქალები თმას იმუქებენ. შეკითხვაზე, რატომ სურთ ბუნებრივად ქერებს შავი თმა, პასუხი ასეთია: ,, მინდა, სამსახურში სერიოზულად აღმიქვან”.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: