მთავარი საკითხავი ფიოდორ დოსტოევსკის გენიალური ციტატები

ფიოდორ დოსტოევსკის გენიალური ციტატები

by guramus

ფიოდორ დოსტოევსკის გენიუალური ციტატები, რომლებმაც მსოფლიოს ყველაფერი სხვანაირად დაანახა. ეს ციტატები ამოღებულია მისი სხვადასხვა ნაწარმოებებიდან.

 

  1. უბრალო რამ წვრილმანსა და სისულელეს შეუძლია მთელი განზრახვა ჩაგიშალოს!
  2. ხომ გწამს, რომ მაცხოვარი და შემოქმედი ჩვენი დიდად მოწყალეა? მაგრამ მეშინია, ვაითუ შენც შეგეპარა ეს ახალი დროის ურწმუნოება? მე ვილოცებ მაშ შენთვის, თუ აგრეა.
  3. საკმარისია შევინარჩუნოთ ნება და გონიერება და თავის დროზე ყველა დაბრკოლება ძლეული იქნება.
  4. რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა.
  5. ვისაც სინდისი აქვს და დანაშაულს შეიგნებს, დეე, იტანჯოს. მისთვის ეს იქნება სასჯელი.
  6. ქურდი რომ ქურდობს, თვითონვე იცის, რომ საზიზღარია.
  7. – არ შემიძლია ვდუმდე, როცა გული ლაპარაკობს. მაგრამ სულ ერთია… დამიჯერეთ, არც ერთი ქალი, არასდროს, არასდროს! არავითარი ნაცნობობა! ეს კია, რომ ყოველდღე ვოცნებობ, ბოლოს და ბოლოს ოდესმე ვინმეს შევხვდები-მეთქი, ო, რომ იცოდეთ, ასე რამდენჯერ ვიყავი შეყვარებული!…
    – როგორ, ვისზე?
    – არავისზე, იდეალზე, იმაზე, ვინც სიზმარში გამოგეცხადებათ ხოლმე. ოცნებებში მთელ სასიყვარულო ამბებს ვთხზავ.
  8. თქვენ ირგვლივ იყურებით, ვიღაცას დაეძებთ, თქვენ ატყობთ… მაგრამ წამი გადის და შესაძლოა, მეორე დღეს კვლავაც იხილოთ იგივე დაფიქრებული, დაბნეული მზერა, იგივე ფერმკრთალი სახე, შენიშნოთ იგივე მორჩილი შიშნეული მოძრაობა და წუთიერი გატაცების გამო სინანულიც, მიმქრალი ნაღველისა და დარდის ნაკვალევიც კი… და გულს გაკლიათ, რომ ასე მალე, ასე სამუდამოდ დაინთქა წამიერი სილამაზე, რომ მან ასე მაცდუნებლად და ამაოდ გაიელვა თქვენს წინ – გულს გაკლიათ, რომ მისი შეყვარების დროც არა გქონიათ…
  9. დარდში კი მართლა და რა ფანტაზიაა! გრძნობ, რომ ეს დაუშრეტელი ფანტაზია მუდმივი დაძაბულობით ბოლოს იფიტება, იშრიტება, რადგან ხომ მოწიფული ხდები, იცილებ ძველ იდეალებს: ისინი მტვრად, ნამსხვრევებად იქცევიან; თუ სხვა ცხოვრება არ გაგაჩნია, ამავე ნამსხვრევებისგან მოგიწევს მისი აშენება. ამასობაში კი სული რაღაც სხვას ითხოვს და სურს! და მეოცნებე, როგორც ნაცარში, ამაოდ იქექება თავის ძველ ოცნებებში, ეძებს თუნდაც მცირე ნაპერწკალს, რომ იგი გააღვივოს, განახლებული ცეცხლით გაითბოს გაცივებული გული და მასში კვლავ აღიდგინოს ყველაფერი, რაც ადრე ასე ძვირფასი იყო, სულს აღელვებდა, სისხლს უჩუხჩუხებდა, თვალთაგან ცრემლებს ადენდა და ასე საუცხოოდ ატყუებდა!
  10. ღმერთო, როგორ შეკრთა და შეჰკივლა ნასტენკამ! როგორ გამისხლტა ხელიდან და მისკენ გაფრინდა!.. მე, გულმოკლული ვიდექი და ვუყურებდი. მაგრამ რაწამს ხელები გაუწოდა და გადაეხვია, უმალ ისევ გამოტრიალდა, თვალის დახამხამებაში ჩემთან გაჩნდა და სანამ გონს მოვიდოდი, ორივე მკლავი შემომხვია და მაგრად, მაგრად მაკოცა. მერე ისევ უხმოდ გაქანდა მისკენ, ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მე კი ვიდექი და ვუყურებდი, ვიდრე ორივე თვალს მიეფარა.
  11. – რატომ ყველანი ისე არა ვართ ერთმანეთთან, ვით ძმა ძმასთან? რატომ არის, რომ თვით საუკეთესო ადამიანიც ყოველთვის თითქოს რაღაცას უმალავს მეორეს, ერიდება, გულისნადები გაუზიაროს? რატომ პირდაპირ, უყოყმანოდ არ გამოთქვა ეს გულისნადები, თუ იცი, რომ შენს სიტყვებს ქარს არ გაატან? არადა ყველა ისეთნაირად გამოიყურება, თითქოს იმაზე უფრო მკაცრი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია. თითქოს ყველას ეშინია, ვაითუ გულისნადები გავამჟღავნოთ და ამით ჩვენი გრძნობები შევბღალოთო..
  12. სიღარიბე ცოდვად არ ჩაითვლება.
  13. ხანდახან ხუთი წუთი კაცს მთელ საუნჯეს ურჩევნია.
  14. ნუ განურისხდებით სასოწარკვეთილ, წყალწაღებულ ადამიანს იმისთვის, რომ უკანასკნელ იმედს ებღაუჭება თავის გადასარჩენად.
  15. სწორედ იმითაა ფული ყველაზე მეტად საზიზღარი და საძულველი, რომ ის ნიჭსაც აძლევს ადამიანს და მისცემს კიდეც, ვიდრე ეს ქვეყანა იარსებებს.