მთავარი ურთიერთობები რატომ უჭირთ ჭკვიან ქალებს სასურველი პარტნიორის პოვნა?

რატომ უჭირთ ჭკვიან ქალებს სასურველი პარტნიორის პოვნა?

by guramus

ხართ ჭვკიანი, მიმზიდველი, წარმატებული და ლამაზი, გაქვთ მშვენიერი იდეები და მისწრაფეფები, მაგრამ მაინც მარტო ხართ?

რატომ ხდება ეს?

 

ცხოვრებაში მტკიცე ხასიათისა მქონდე ძლიერი ქალები ხშირად განიცდიან სიყვარულის ნაკლებობას, ამას აქვს უცნაური ახსნა.

პირველ რიგში ასეთ ქალებს უნდა ესმოდეთ, რომ მარტოობა მათი ბრალი არ არის, თუკი გულწრფელად სურთ სერიოზული ურთიერთობები.

მამაკაცები ყოველთვის ამტკიცებენ, რომ გვერდით ძლიერი, დამოუკიდებელი და ჭკვიანი ქალი სურთ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ასეთი ქალებისგან თავქუდმოგლეჯილები გარბიან. რატომ? აღმოჩნდა, რომ მამაკაცების უმეტესობა უბრალოდ ვერ უძლებს ასეთ ქალებთან ცხოვრებას.

ერთ-ერთი კვლევის დროს, გოგონებსა და ბიჭებს თანაბარი სირთულის ტესტები დაურუგეს, ტესტის ბოლოს, როდესაც ბიჭებს კითხვა დაუსვევს, რომელ გოგონასთან მოინდომებდნენ ურთიერთობას, უმეტესმა ნაწილმა ის გოგონები აირჩია, რომლებმაც ტეტსში დაბალი შეფასებები მიიღეს.

ასეთი შედეგი მართლაც აბსურდულად და სასაცილოდ ჩანს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება!

მაგრამ ჭკვიანმა ქალებმა ამაზე ნამდვილად არ უნდა ინერვიულონ, რადგან მშიშარა და უნებისყოფო მამაკაცის ყოლას, მარტო ყოფნა ჯობია.

ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი პოულობს თავის თანასწორს, რომელთანაც თავს ბედნიერად იგრძნობს. არც ჭკვიანი ქალები არიან ამ მხრივ გამონაკლისები.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: