მთავარი რჩევები ეს საშუალებები ჩვენი წინაპრების საოჯახო აფთიაქში აუცილებლად უნდა ყოფილიყო

ეს საშუალებები ჩვენი წინაპრების საოჯახო აფთიაქში აუცილებლად უნდა ყოფილიყო

by guramus

საოჯახო აფთიაქი აუცილებელია ყოველი ოჯახისთვის, მითუმეტეს თუ სახალხო აფთიაქები მოშორებით არის სახლიდან. ძველად, ჩვენს წინაპრებს აუცილებლად ჰქონდათ სტატიაში მოყვანილი საშუალებები. მათი დამხარებით ადვილი იყო პირველადი დახმარების აღმოჩენა.

საოჯახო აფთიაქში უნდა გვქონდეს შემდეგი სახის აუცილებელი მედიკამენტები:

იოდი – იგი ყოველგვარი სახის ჭრილობის დროს უნდა წავუსვათ ჭრილობის ირგვლივ. გაციებით გამოწვეული ჭვლების დროს ავადმყოფს იოდი უნდა შევაზილოთ მტკივან ადგილას.

ვალერიანის წვეთები – ეს წვეთები გამოიყენება გულის მოქმედების შესუსტების, საერთო სისუსტით გამოწვეული თავბრუსხვევის დროს და სხვა ამგვარ შემთხვევებში. კარგად მოქმედებს ისტერიული ხასიათის შეტევების დროს. გამამხნევებელ გავლენას ახდენს აგრეთვე ნერვულ სისტემაზე. ეთეროვანი ვალერიანის წვეთები კარგია გულის წასვლისას და ცნობიერების დაკარგვისას.

პიტნის წვეთები – იხმარება გულისრევის ან პირღებინების დროს. სრულასაკოვან ადამიანს მიეცემა 10-12 წვეთი, ბავშვს კი 5-8 წვეთი. შეიძლება დავასხათ შაქრის ნატეხზე 3-5 წვეთი და ისე მივიღოთ.

ნიშადურის სპირტი – კარგია რომელიმე მწერის ნაკბენის დასაზელად. ის ანელებს ქავილს და აყუჩებს ტკივილს; კარგია აგრეთვე ცოფიანი ცხოველის ან ქვეწარმავლის ნაკბენ ადგილზე წასასმელად პირველი დახმარების სახით.

აბუსალათინის ზეთი – გამოიყენება კუჭ-ნაწლავის გასაწმენდად.

სტრეპტოციდი, პენიცილინი – იხმარება დაჩირქებული მუწუკებისა და საერთოდ ჩირქიანი დაავადებებით გამოწვეული მაღალი ტემპერატურის დროს. მათი მალამო გამოიყენება დაჩირქებულ მუწუკებსა და საერთოდ ჩირქოვან იარებზე წასასმელად.

ბორის მჟავა – ხსნარის მოსამზადებლად საჭიროა 1 ჩ/ჭ ადუღებული წყალი და 1 ჩ/კ ბორის მჟავის ფხვნილი. გახსენით ფხვნილი წყალში და ჩამოიბანეთ ჭრილობები ან ჩირქოვანი წყლულები. ასევე კარგია ყელის ამოსარეცხად ანგინის დროს.

გამხმარი გვირილა და ჟოლო – 1 ს/კ გამხმარი მასა უნდა ჩაყაროთ 2 ჩ/ჭ წყალში. გვირილა კარგია მუცლის შებერვის დროს. იგი ეხმარება ორგანიზმს გაზების გამოყოფაში. ჟოლო კი მაღალი ტემპერატურის დროს გამოიყენება. უებარი საშუალებაა ოფლის გამოსაყოფად.

სასმელი სოდა – გამოიყენება გულისრევის, გულძმარვის, კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნების დროს. ნახევარი ჩაის კოვზი ნახევარ ჩაის ჭიქა ან ცოტა მეტ წყალში გახსენით და დალიეთ.