მთავარი საკითხავი ჯორჯ ორუელი — გამონათქვამები

ჯორჯ ორუელი — გამონათქვამები

by guramus

ჯორჯ ორუელი — გამონათქვამები

მაშ განა დღესავით ნათელი არ არის, ამხანაგებო, რომ ჩვენი ცხოვრების ყველა ბოროტება ადამიანის ტირანიიდან მოდის?“

„ადამიანი მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იღწვის.“

„ადამიანის ყველა ჩვეულება ბოროტებაა.“

„ჩვენი ცხოვრება, საბრალო, მძიმე შრომით გადატვირთული მოკლე წუთია. დაბადების შემდეგ ჩვენ გვეძლევა მხოლოდ იმდენი საკვები, რომ სული არ გავაფრთხოთ, ხოლო ჩვენ შორის შრომისუნარიანთ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებენ და ბოლოს როცა აღარ ვჭირდებით, ყველას ამაზრზენი შეუბრალებლობით გვხოცავენ.“

„გააქრეთ ადამიანი და ამით საბოლოოდ გააუქმებთ შიმშილსა და მონური შრომის უმთავრეს მიზეზს.“

„ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი მეგობარი.“

„ჭეშმარიტი ბედნიერება მკაცრ შრომასა და მომჭირნე ცხოვრებაში მდგომარეობს.“

„არაფერი შეიცვლებოდა უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ, რადგან შიმშილი, სიძნელეები თუ გულისაცრუება, ცხოვრების მარადუცვლელი წესია.“

„ახლა კედელზე ერთადერთი მცნება ეწერა: „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“.“

„ღორებისა და ადამიანების ინტერესები არასდროს დაპირისპირებიან და არც უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.“

„ირონიულადაც გეღიმება, როცა გაიფიქრებ თუ რამდენი ღორის ხელშია ქვეყანა.“

,,ტოტალიტარული სახელმწიფო, როგორც წესი ცდილობს ქმედითი კონტროლო გაუწიოს არა მხოლოდ ქცევას, არამედ მათ აზრებსაც და გრძნობებსაც.“

„მომავალს ან წარსულს – იმ დროს, როცა აზრი თავისუფალი იქნება, როცა ადამიანები სხვადასხვანაირები იქნებიან და არ იქნებიან ეულნი, იმ დროს, როცა ჭეშმარიტება იარსებებს და ის, არც გაკეთდება, ვეღარ მოისპობა.“

„ყოველი აქტი ხომ ჩანასახშივე ატარებს თავის შედეგებს.“

„ადამიანის უპირველესი მტერი მისი ნერვიული სისტემაა.“

„თუ სადმე არსებობს იმედი, – მხოლოდ პროლემებშია.“

„სიბერეს დიდი უპირატესობა აქვს. ბევრი რამე აღარ გადარდებს, მათ შორის ქალებიც და ეს ბევრს ნიშნავს.“

„არქიტექტურიდან ისევე ვერ ისწავლი ისტორიას, როგორც წიგნებიდან.“

„კრიტიკულ მომენტში ადამიანი გარეგან მტერს კი არ ებრძვის, არამედ თვით მის სხეულში მყოფს.“

„საუკეთესო წიგნები ისინია, რომლებიც ისეთ რამეს გეუბნებიან, რაც უკვე იცოდი.“

„წარსული არის ის, რაზეც ჩანაწერები და მეხსიერება შეთანხმდნენ.“

„რაც მეტია გაგება მით მეტია ცდომილება; რაც უფრო გონიერია კაცი მით უფრო არანორმალურია.“

„მარტომყოფი, თავისუფალი ადამიანი მუდამ მარცხდება.“

„ძალაუფლება ნიშნავს ძალაუფლებას ადამიანებზე, მათ სხეულზეც რასაკვირველია, მაგრამ უწინარეს ყოვლისა, მათ გონებაზე.“

„შეუძლებელია ცივილიზაციის დამყარება შიშზე, სიძულვილსა და სისასტიკეზე. ის ვერ იარსებებს.“

„რაც უფრო მცირე არჩევანია, მით ნაკლებია აზროვნების ცდუნება.“

„ჩვენს სამყაროში მხოლოდ შიში, აგრესია, ტრიუმფი და თავის დამცირება იმეფებს.“

„ომი მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა,უცოდინრობა კი – ძალა.“

„დიდი ძმა შენ გიყურებს.“

„ყოველი შემოკლება წარმატებაა, რაც ნაკლები სიტყვები გაქვს ასარჩევი, მით ნაკლებად ფიქრობ.“

„საყოველთაო სიცრუის დროში სიმართლის თქმა რევოლუციური ქმედებაა.“

„ომის დამთავრების ყველაზე სწრაფი გზა მისი წაგებაა.“

„თავისუფლება ეს არის იმის თქმის უფლება, რომ ორჯერ ორი ოთხია.“

„ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს.“

„ცხოვრებას მხოლოდ ერთი სიმსუბუქე შეუძლია მოგანიჭოს – ნაწლავების სიმსუბუქე.“

„გაავებული ათეისტის რწმენა ღმერთის მიმართ უფრო სუსტია, ვიდრე მრისხანება მის მიმართ.“

„ნორმალურ ადამიანს ძალაუფლება არ ჰსურს, ამიტომაც ძალაუფლება არანორმარულების ხელშია.“

„შესაძლოა კაცობრიობის პროგრესი მხოლოდ ჩვენი ილუზიაა.“

„თუ ცხოვრების მთავარი აზრი არა ღირსება და სინდისი, არამედ განვლილი და გასავლელი დღეების რაოდენობაა, მაშინ რა აზრი აქვს როდის მოკვდები?“

„მასებში ადამიანები სუსტნი და მშიშრები არიან, თავისუფლებისთვის მოუმზადებელნი და სიმართლის მოშიშარნი, ანუ საჭიროა ვინმე ძლიერი, რომელიც მართავს და მოატყუებს მათ.“

„ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ბედნიერნი იმ შემთხვევეაში თუ ისინი ბედნიერებას ცხოვრების მიზნად არ დაისახავენ.“

„კრიტიკულ მომენტში ადამიანი საკუთარ თავს ებრძვის და არა გარემოებას. ასეთ მომენტში ხვდები, რომ შენ იზრდები და მთელი სამყარო შენ ხარ.“

„მათ გადაჰქონდათ მზერა ღორიდან ადამიანზე, ადამიანიდან ღორზე და იმის გაგება თუ რომელი რომელი იყო შეუძლებელი ხდებოდა.“