მამაკაცებს ნამდვილად უყვართ კომპლიმენტების მიღება, თუმცა ამას ყოველთვის არ
აღიარებენ. მათთვის შექება-ეს არის: მისი ღირსების გულწრფელი აღიარება, მისი უპი-
რატესობის დადასტურება, მისი უნიკალურობის დამტკიცება და რაც მთავარია, ნიშანი
იმისა, რომ მოგწონთ. ქალებს არასოდეს მობეზრდებათ მათი საოცარი ღიმილის, მშვენი-
ერი თვალების, ლამაზი ტუჩების შესახებ ქათინაურების მოსმენა. სუსტი სქესისგან გან-
სხვავებით, მამაკაცები ამგვარი კომპლიმენტების მიმართ გულგრილნი არიან. მათი აზ-
რით, ლამაზი თმა ან სანდომიანი პროფილი ბუნებისა და მშობლების დამსახურებაა და
აქ საამაყო არაფერია. მაგრამ თუ მათ კეთილშობილურ ქცევებს, არაჩვეულებრივ გონებ-
რივსა და განსაკუთრებულ ფიზიკურ შესაძლებლობებს შეაქებთ, ამით გულწრფელად
გაახარებთ. ამიტომ ხშირად გამოიყენეთ ასეთი ფრაზები: “მომწონს შენი მანერები”,
“მაოცებს შენი ფიზიკური შესაძლებლობები”, “აღტაცებული ვარ შენი საზრიანობით”.
გახსოვდეთ, კომპლიმენტი გულწრყელად და ემოციურად უნდა ჟღერდეს. მამაკაცებს
შექება ჰაერივით სჭირდებათ და უფრო ნასიამოვნები რჩებიან, თუ მათ სხვების თანდა-
სწრებით აქებენ.