მთავარი ურთიერთობები რატომ ღალატობს ქმარი ცოლს?

რატომ ღალატობს ქმარი ცოლს?

by guramus

ფსიქოლოგების აზრით, ქმრის ღალატში ცულია დამნაშავე, მან ვერ გაუწია ღირსეული მეგობრობა და ქმარმაც უღალატა. არასოდეს გამოეცხადოთ ქმარს ხალათით, დასაუთოვებელი კაბით, სახეზე ნიღბით და თავზე თმისსახვევით. ეცადეთ გარეგნობა შეინარჩუნოთ, კულინარიის წიგნიც ყურადღებისთ შეისწავლეთ. დაიხსომეთ, ღალატის მოთხოვნილებების რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  1. ქმარს ღალატის სირვილი არა აქვს, მაგრამ ხშირად მას სოციალური სტატუსი განსაზღვრავს. ვთქვათ, ქმარს უჭირავს გარკვეული მდგომარეობა, რომლის დროსაც მისთვის ,,აუცილებელია” საყვარლის ყოლა.
  2. ერთად ცხოვრების მანძილზე ცოლ-ქმარი ფსიქოლოგიურად დაშორდა ერთმანეთს – გაუცხოვდა. ამის პირველი ნიშანი ისაა, რომ ორივე მხარე თავთავისთვის იკეტება, ერთმანეთთან თავიანთ პრობლემებზე საუბარს ერიდება.
  3. საქორწინო რეგისტრაციით ერთ-ერთ მხარეს სხვა პრობლემის გადაწყვეტა სურდა.
  4. ქმარი მერყევი ხასიათისაა.

ქმრის ძალით დაჭერას ნუ ეცდებით, ეს კონფლიქტში გადაიზრდება ყველა მონაწილისთვის. თუ ოჯახის შენარჩუნება გსურთ, რაღაც-რაღაცეებზე თვალი დახუჭეთ. შეიძება ქმრის ღალატი წუთიერი გატაცება იყოს და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდეს. თუ საქმე სერიოზულად არის (ქმარს სხვა უყვარს), არც ამის დროს გამოგადგებათ აყალმაყალი. ისე რომ, მოთმინება სჯობს.