მთავარი საკითხავი ონორე დე ბალზაკი — „შაგრენის ტყავი“ (ამონარიდები)

ონორე დე ბალზაკი — „შაგრენის ტყავი“ (ამონარიდები)

by guramus

ონორე დე ბალზაკი — „შაგრენის ტყავი“ (ამონარიდები)

“საზოგადოებრივი აზრი? — ეს ხომ ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!..“

„მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა.“

„ადამიანი იშრიტება ორ ინსტიქტურად შესრულებულ აქტში, რომელიც აშრობს მისი არსებობის წყაროებს. ორი სიტყვა გამოხატავს ყოველ ფორმას: სურვილი და ძალა. ადამიანური მოქმედების ამ ორ საზღვარს შორის არსებობს კიდევ სხვა ფორმულა, რომელსაც ბრძენი ადამიანები ფლობენ – ცოდნა. სურვილი გვწვავს, ძალა გვანადგურებს, მაგრამ ცოდნა ჩვენს სუსტ ორგანიზმს მუდმივი მშვიდობიანობის მდგომარეობაში ტოვებს.“

„უმჯობესია კაცი მკვდარი იყოს, ვიდრე უბედური.“

„ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა.“

„მან თითქოს ყველა დაფარული აზრი ამოიკითხა და შეეშინდა საზოგადოებისა. მან საშინელი მარტოობა იგრძნო. ეს საზოგადოება აღარ ცდილობდა ნიღაბი აეფარებინა მის წინაშე, შეიძლება იმიტომ, რომ მას იგი გამოცნობილი ჰყავდა.“

„შეყვარებულს სურს, თავის სატრფო აბრეშუმში გაახვიოს. უმეტეს შემთხვევაში კი მის სხეულს ჭუჭყიან ლოგინზე ეუფლება.“

686499217„ყოველი თვითმკვლელობა მელანქოლიის ამაღლებული პოემაა.“

„რა არის სიგიჟე, თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე?“

„თანაგრძნობა, რომელსაც ამაოდ ვეძებდი მაღალი საზოგადოების ცივ სფეროებში, აქ იყო, იგი ჭეშმარიტ ნელსაცხებელივით დამაამებელ მტკიცე განცდას წარმოადგენდა…“

„ჩემი სიცოცხლე მოვათავსე არა გულში, რომელიც ტყდება, არა გრძნობაში, რომელიც ჩლუნგდება, არამედ ტვინში, რომელიც არ ცვდება. მე ყველაფერს იმიტომ მივაღწიე, რომ ბოლოს ყველაფერი უგულვებელვყავი.“

„ემილი ჟურნალისტი იყო, მას უქმად ყოფნით მეტი სახელი ფქონდა მოხვეჭილი, ვიდრე სხვები წარმატებით იხვეჭენ. იგი გაბედული, შთაგონებული და გესლიანი კრიტიკოსი იყო. მისი ღირსებანი ადვილად ასატას ხდიდნენ მის ნაკლთ. გულახდილი და დამცინავი იყო. მეგობარს პირში ათას ეპიგრამას მიახლიდა, მაგრამ თამამად და პატიოსნად იცავდა პირს უკან. ყველაფერს დასცინოდა, თვით თავის მომავალს. ფული არასოდეს ჰქონდა. ზარმაცი იყო, როგორც ყოველი ნიჭიერი კაცი. ერთ მოსწრებულ სიტყვაში მთელი წიგნის შინაარს დებდა და ცხვირ-პირში ესროდა ადამიანებს, რომელთაც ერთი სიტყვის ჩადება არ სურთ მთელ წიგნში. უამრავ აღქმას იძლეოდა და არაფერს ახორციელებდა. სახრჩობელაზე წავიდოდა მეგობრის გულისთვის. ცინიკოსი იყო, მაგრამ ამასთან ბავშვივით მეამიტი. მუშაობდა მხოლოდ ჟინის ან გაჭირვების კარნახით.“

„ჩემი პატივმოყვარეობის ერთადერთი საგანი დანახვა იყო. რა გვრჩება ხელში მატერიალური მფლობელობიდან? მხოლოდ აზრი. არასოდეს არაფერი მომისურვებია, მხოლოდ ველოდი. სამყაროში ისე ვსეირნობდი, თითქოს ჩემი საკუთარი ბაღი ყოფილიყო.“

„რასაც ადამიანები მწუხარებას, სიხარულს, პატივმოყვარეობას, მარცხს, კაეშანს უწოდებენ, ჩემთვის მხოლოდ იდეებია, რომელსაც მე ოცნებად ვაქცევ.“

„განა ჯალათებს არ უტირიათ ქალწულთა დანახვაზე, რომელთა ქერა თავები გილიოტინის ქვეშ უნდა დაყრილიყო?“

„სამარცხვინო მონარქია, დამხობილი ხალხის გმირული თავგანწირვის წყალობით, ცუდი ყოფაქცევის დედაკაცი იყო. მასთან შეიძლებოდა სიცილიც და ქეიფიც. მაგრამ სამშობლო ჭირვეული და სათნო ცოლია, გინდა თუ არა, მისი გამოზომილი ალერსი უნდა მიიღო.“

„მან იგრძნო, რომ ეს პატარა სამყარო მაღალ საზოგადოებად წოდებული შეიძლება შეუგნებლად იმ დიდ მძიმე ულმობელ ზნეობრივ კანონს ექვემდებარებოდა, რომელმაც სრულქმნილი განხორციელება პოვა თეოდორაში.“

„ჭეშმარიტების ლიკვიდაცია რომ მოგვეხდინა, შეიძლება აღმოგვეჩინა, რომ იგი გაკოტრებულია.“

„თავისუფლება ანარქიას შობს, ანარქია-დესპოტიზმს. დესპიტიზმი-თავისუფლებას. მილიონობით არსება დაიღუპა ისე, რომ ვერც ერთ ამ სისტემას ვერ გაამარჯვებინა. განა ეს მოჯადოებული წრე არ არის, რომელშიც მუდამ იტრიალებს მორალური სამყარო?“

“როცა ადამიანს ჰგონია სრულყოფილებას მივაღწიეო, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ნივთები გადაულაგებია. დიდება ცუდი საქონელია: ძვირად იყიდება და ცუდად ინახება.“

„განა დიდება დიდი ადამიანების ეგოიზმი არაა, როგორც ბედნიერებაა სულელების ეგოიზმი?“

„ადამიანი ჯამბაზია, რომელიც თოკზე ცეკვავს უფსკრულის პირას.“

„დესპოტიზმი არალეგალურად დიდ საქმეებს აკეთებს. თავისუფლება კი თავს არ იწუხებს, პატარა საქმეები მაინც გააკეთოს ლეგალურად.“

„აბსოლუტურ თავისუფლებას ერები თვითმკვლელობისკენ მიჰყავს.“

„სათნოება მახინჯებსა და კუზიანებს ჰქონდეთ. რაღა იქნებოდნენ ეს საბრალონი მის გარეშე?“

„ბევრია ისეთი ადამიანი, რომლის ძირს ჩამოვარდნა არაა სახიფათო, როგორც ბავშვისა, რომელიც ისეთი სიმაღლიდან ვარდება, რომ არ შავდება. მაგრამ დიდი ადამიანის დაშავებისათვის საჭიროა იგი დიდი სიმაღლიდან გადმოვარდეს, ზეცამდე იყოს ასული, რაღაც მიუწვდომელი სამოთხე ჰქონდეს დანახული.“

“სამწუხაროდ, ფული არასოდეს გვაკლია ჩვენი ჟინის დასაკმაყოფილებლად, მხოლოდ სასარგებლო ან აუცილებელი საგნების ფასზე ვაჭრობთ: უდარდელად ოქროს ვესვრით მოცეკვავე ქალს და ვევაჭრებით მუშას, რომლის დამშეული ოჯახი ბეჩავი გასამრჯელოს მიღებას ელის. “

„ქალებს არ უყვართ, როცა მოწყალებას თხოვენ.“

„ვინც მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ მოვლენებს ეხება, იგი ქრონოლოგიას წერს. ე.ი. უგუნურთა ისტორიას.“

„ნიჭი დღეჩაგდებულ ციებცხელებას ჰგავს. არც ერთ ქალს არ სურს ეს ავადმყოფობა განიცადოს. ყველას პატივმოყვარეობის დამაკმაყოფილებელი საგნის აღმოჩენა უნდა თავის საყვარელში.“

„ქალები ნიჭიერ ადამიანებში მხოლოდ ნაკლს ხედავენ, უგუნურში – მხოლოდ ღირსებას.“

„ღარიბი, დიდი ადამიანისათვის საკმარისი არაა განყენებული სიყვარული. ის სრულ თავგანწირვას მოითხოვს. პატარა არსებებს თავგანწირვა არ აქვთ – ისინი მას სხვებისგან მოითხოვენ. სიყვარულში მხოლოდ ძალაუფლებით გამოწვეულ სიამოვნებას ხედავენ და არა მორჩილებით გამოწვეულს.“

“თუ ქალი არავის ნებდება, სურს ყველა შეინარჩუნოს.“

„მე მირჩევნია ჩემი სატრფო საფლავში იწვეს, ვიდრე მეტოქე ქალის ლოგინში.“

„მთელი სიცოცხლე სიყვარულის ერთ წუთშია მოქცეული.“

„ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ გვაძლევს მისი გამოყენების უფლებას. სკიპტრა სათამაშოა ბავშვისთვის, ხოლო ნაპოლეონისთვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენდა.”

„ერთადერთი, რაც ნებადართულია ადამიანისთვის, ესაა შეიგნოს ის, რასაც ვერასოდეს შეიგნებს.“

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: