მთავარი რჩევები გულის შეტევამდე ორგანიზმის საგანგაშო სიგნალები და პირველადი დახმარება

გულის შეტევამდე ორგანიზმის საგანგაშო სიგნალები და პირველადი დახმარება

by guramus

დაავადება იწყება მოულოდნელად, ან შეიძლება წინ უძღოდეს სტენოკარდიული შეტევა. უეცრად განვითარებული, ძლიერი, შეტევითი ხასიათის ტკივილი გულის არეში, შეიძლება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე გასტანოს.

ავადმყოფს აღენიშნება აუტანელი, მარწუხისებული მოჭერა გულის არეში – მკერდის ძვლის უკან, ისეთი შეგრძენა აქვს თითქოს გული შუაზე გაეპო, დანა გაუყარე, რომელმაც ბეჭამდე გააღწია, თითქოს მძიმე ლოდი აწევს გულზე.

აუტანელი ტკივილის პარალელურად ავადმყოფს იპყრობს სიკვდილის შიში, უიმედობა, სასოწარკვეთილება. მიოკარდიუმის ინფაქტის დროს ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიოგენური შოკი. შოკის მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფს გამოუვლინდება შემდეგი მოვლენები: იგი აღზნებულია, მოუსვენარია, ტრიალებს, ფეხზე წამოდგება, დადის, ამ დროს არტერიული წნევა მომატებულია, ჭარბად ასხამს ცივი, სიმწრის ოფლი.

ასეთ აგზნებულ მდგომარეობას მოჰყვება დათრგუნვის სტადია. ამ დროს არტერიული წნევა ქვეითდება, პულსი აჩქარებულია, ვითარდება სისხლძარღვთა მწვავე ნაკლოვანების სურათი, სხულის საფარველი ნაცრისფერი ხდება, ტუჩები ლურჯი, კიდურები ცივი, ტემპერატურა ნორმალურია, სწრაფად ვითარდება გონების დაკარგვა.

სტატიის გაგრძელება წაიკითხეთ მეორე გვერდზე