მთავარი საკითხავი “თუ ჯოჯოხეთს გადიხართ, იარეთ შეუჩერებლად!” – უინსტონ ჩერჩილის ცხოვრებისეული აზრები

“თუ ჯოჯოხეთს გადიხართ, იარეთ შეუჩერებლად!” – უინსტონ ჩერჩილის ცხოვრებისეული აზრები

by guramus

ინგლისის პრემიერ მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი მინისტრობამდე რამდენიმე პროფესიას ითავსებდა: იყო ჯარისკაცი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, მწერალი, მხატვარი.  1953 წელს მან ნობელის ლიტერატურის პრემია მიიღო.

ჩერჩილი მეტყველების დეფექტით დაიბადა. გამუდმებულმა  ვარჯიშმა კი შედეგი გამოიღო და ჩერჩილი ქვეყნის სათავეში მალევე მოექცა. 

უინსტონ ჩერჩილის ცხოვრებისეული აზრები

  • “თუ ჯოჯოხეთს გადიხართ – იარეთ შეუჩერებლად.”
  • “ოჯახს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 შვილი: 1 დედისთვის, 1 მამისთვის, 1 სამშობლოსთვის და 1 უბედური შემთხვევისთვის.”
  • “ჭკვიანი ადამიანი თავად არ უშვებს ყველა შეცდომას – ის სხვებსაც აძლევს შანსს.”
  • “საკუთარი ცხოვრების მანძილზე ყოველ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, საკუთარ შანსს „ფეხი წამოკრას.”
  • “ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან სულელებიც კი შეიძლება მართლები იყვნენ.”

  • “ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან.”
  • “არაფერია იმაზე სახალისო, როცა უმიზეზოდ გესვრიან.”

  • “სულელია ის ადამიანი, რომელიც არასდროს იცვლის საკუთარ აზრს.”
  • “ნებისმიერი კრიზისი – ახალი შესაძლებლობებია.”
  • “მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა.”
  • “როდესაც არწივები დუმან, თუთიყუშები ყბედობენ.”
  • “არ ისურვოთ ჯანმრთელობა და სიმდიდრე, ისურვეთ წარმატება.”
  • “პოლიტიკა ისეთივე ჩამთრევი და საშიშია, როგორც ომი. ომში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ, რომ მოგკლან, პოლიტიკაში კი – ბევრჯერ.”
  • “დიდი უპირატესობა იმას გააჩნია, ვინც საკმაოდ ადრე დაუშვა შეცდომები, რომლებზეც სწავლაა შესაძლებელი.”
  • “ადამიანებს შესანიშნავად შეუძლიათ, რომ ის საიდუმლოებები შეინახონ, რომელთა შესახებაც არ იციან.”
  • “როდესაც ორი ადამიანი ჩხუბობს – იმარჯვებს მესამე.”
  • “მე – ოპტიმისტი ვარ. ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სარგებელს იმაში, რომ კიდევ ვინმე სხვა ვიყო.”
  • “ჩემი გემოვნება მარტივია. მე ადვილად ვკმაყოფილდები, საუკეთესოთი.”
  • “ვფიქრობ, ისტორია ლმობიერი იქნება ჩემს მიმართ, რადგან თავად ვაპირებ დავწერო იგი.”

     

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: