მთავარი ურთიერთობები 5 ინტიმური მოქმედება, რომელიც ქალებს ძალიან მოსწონთ

5 ინტიმური მოქმედება, რომელიც ქალებს ძალიან მოსწონთ

by guramus

ბრიტანული უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევების თანახმად,
გამოვლინდა 8 ყველაზე ინტიმური წერტილი, რომელიც ქალებს ძალიან მოსწონთ.

1. თმებით თამაში

რატომ მოსწონთ?

ადამიანის თავის თმიანი ნაწილი მილიონობით ნერვულ დაბოლოებებს შეიცავს.
როდესაც მამაკაცი ქალს თმებზე ეთამაშება, ესეიგი ის ძალიან მოსწონს. ქალი
ამ შემთხვევაში უფრო სუსტდება და ადვილად მოთვინიერებადი ხდება, ცხვირ-პირს
ნუ ჩამოუშვებთ, ეს ევოლუციური ფსიქოლოგიის მოვლენაა.

ეს გამოგადგებათ:

ქალს ასევე ძალიან მოეწონება, თუ თმებს დაუვარცხნით და ხელით თმებზე მასაჟს
გაუკეთებთ.

2. მხარზე კოცნა

რატომ მოსწონთ?

იმიტომ, რომ ის თქვენ სულიერად გიახლოვდებათ, რაც მისთვისაც მოულოდნელია.
ქალებს ძალიან მოსწონთ სიურპრიზები, მითუმეტეს ჩუმად და მოულოდნელად, რომ
აკოცებთ. ამის შემდეგ, ქალის თვალში უფრო მიმზიდველი გახდებით.

ეს გამოგადგებათ:

თუ სუსტი სქესის არსება არის მორიდებული, მაშინ ეცადეთ, რომ ის გაანთავისუფლოთ
კომპლექსებისგან, ხშირად ესაუბრეთ პირადულ თემებზე და მოულოდნელი კოცნებით
მისი გული დაიპყარით.

3. ფეხებზე ხელის დადება

რატომ მოსწონთ?

მოსწონთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მისთვის საყვარელი მამაკაცი ხართ, ასეთ მომენტში, ქალს გული უჩქარდება და ტვინში ბევრი თუ არა ოდნავ მაინც ინტიმური
ურთიერთობა უვლის.

ეს გამოგადგებათ:

თუ ხელს ქალის ფეხებს დაადებთ, ეცადეთ, რომ ის არ გააღიზიანოთ, ნუ იჩქარებთ,
თუ ქალის ტვინში ბოლომდე არ ჩაჯდება ინტიმური კავშირი, მაშინ თქვენი შრომა
წყალში ჩაიყრება.

4. სუნამო

რატომ მოსწონთ?

ქალებს ძალიან მოსწონთ მოვლილი მამაკაცები, ერთად დაწოლის შემთხვევაში,
ქალი ყოველთვის ყურადღებას აქცევს მამაკაცის სხეულის სუნს, რაც ურთიერთობაზე
ძალიან მოქმედებს.

ეს გამოსადეგია:

აუცილებლად გამოიყენეთ ტანის შამპუნები, სხვადასხვა ტანის სუნამოები, ოღონდ
არ დაისხათ ძალიან ბევრი და მალ-მალე ნუ შეცვლით სუნამოებს.

5. შხაპი

რატომ მოსწონთ?

გამოკვლევაში მონაწილე ქალების უმრავლესობის აზრით, წყლის ქვეშ რომანტიკას არაფერი ჯობია. წყვილთან ერთად სექსუალური კავშირის წინ ან შემდეგ, ნუ დაიზარებთ და ნურც მოგერიდებათ… შედით და ერთად მიიღეთ შხაპი აბანოში.
ეს ვარიანტი ქალებს ძალიან მოსწონთ და უფრო რწმუნდებიან რჩეულის ერთგულებაში.

ეს გამოსადეგია:

მეცნიერები გვირჩევენ, რომ თუ ხართ ძალიან დაღლილი და არ გაქვთ ღამით მეწყვილესთან ერთად ფანტაზიების გაზიარების სურვილი, მაშინ აბანოში შეიყოლეთ
თქვენი მეწყვილე, ფანტაზიებს ცხელი შხაპი ყოველთვის აღვიძებს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: