მთავარი ასტროლოგია ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უჭირთ ყველაზე მეტად შეყვარებულთან განშორება

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უჭირთ ყველაზე მეტად შეყვარებულთან განშორება

by guramus

ალბათ ნებისმიერ ადამიანს გადაუტანია უიღბლო რომანის სიმწარე და განშორებისგან გამოწვეული გულისტკივილი. თუმცა, ადამიანები თავისი ბუნებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ემოციურად. შესაბამისად, ვიღაც თუ მარტივად ახერხებს განშორების შემდგომ ახალი რომანის გაბმას, ვიღაცისთვის ყოფილის დავიწყების პროცედურა ხანგრძლივი და საოცრად მტკივნეული პროცესია. ასტროლოგები თვლიან, რომ სულ რამდენიმე ნიშანს ახასიათებს საყვარელ ადამიანთან ემოციური მიჯაჭვულობა, რაც საბოლოო ჯამში განშორების შემდეგ შესაძლოა ამ უკანასკნელისთვის სერიოზული მორალურ-ფსიქოლოგიური სტრესის საბაბად იქცეს.

კურო – ერთი შეხედვით კუროების დიდი ნაწილი თავდაჯერებული, გაწონასწორებული და ნაკლებ ემოციური ხალხის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი კუროს ამქვეყნად ყველაზე მეტად ემოციური ტკივილის ეშინია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები დიდხანს და მონდომებით არჩევენ სიყვარულის ობიექტს. კურო არ ჩქარობს ვნების მორევში თავით გადაშვებას, იმიტომ რომ ამ ყველაფრით მიღებულ პოტენციურ შედეგებსაც კარგად აცნობიერებს. კუროებს ღრმა, ხანგრძლივი და დიდი სიყვარული შეუძლიათ. თუმცა მათი გულის მოსაგებად პარტნიორს ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. სამაგიეროდ, თუ კუროს თავი შეაყვარეთ, ჩათვალეთ, რომ ეს არის სამუდამოდ. მაგრამ თუკი მასთან განშორებას გადაწყვიტავთ, ასევე უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანი დიდი ხნის მანძილზე დაიტანჯება და ადვილად ვერ შეძლებს თქვენს დავიწყებას.

კირჩხიბი – ემოციური, ფრთხილი და წინდახედული კირჩხიბი კუროს მსგავსად დიდი ხნის მანძილზე აკვირდება პოტენციურ ინტერესის ობიექტს. თუმცა, თუკი თქვენ თბილი ადამიანი ხართ და კირჩხიბის მიმართ მუდმივ მზრუნველობას ავლენთ, იგი მალე განეწყობა თქვენდამი ნდობით. მაგრამ კირჩხიბებს გადამეტებული უყვართ ყველაფერი, მათ შორის სიყვარული და მზრუნველობაც. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი მოფერებით და სითბოს გამოხატვით ხანდახან თავი მოგაბეზროთ კიდეც. მაგრამ თქვენ ეს არამც და არამც არ უნდა შეიმჩნიოთ, იმიტომ რომ კირჩხიბი აუცილებლად გაიბუტება. მაგრამ ეს რა თქმა უნდა დროებით. მაგრამ აი თუ თავად თქვენ გადაწყვიტეთ კირჩხიბის მიტოვება, აქ უკვე სრულფასოვან ტრაგედიასთან გექნებათ საქმე. იმიტომ რომ კირჩხიბი ყველა შესაძლო თუ არაშესაძლო მეთოდებით შეეცდება საყვარელი ადამიანის შენარჩუნებას. მისთვის ემოციური კავშირი პარტნიორთან იმდენად ღრმა და ინტენსიურია, რომ იგი დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლებს საკუთარი თავის დეპრესიული მდგომარეობიდან გამოყვანას, თუკი მართლა დაგკარგათ.

მორიელი – ეჭვიანი, ხშირად დაუნდობელი და გესლიანია. უყვარს სარკასტული გამოთქმები და ხშირად ენამწარეობს. მაგრამ ამასთან ერთად, მუდმივად დაეძებს სიყვარულს და ურთიერთობას. მორიელისთვის სიყვარული და სექსი ნამდვილი დოპინგია. ამიტომ თუკი თქვენ ერთდროულად ემოციური, თბილი, ღრმა და სექსუალურად მომხიბვლელი ხართ, ჩათვალეთ, რომ მორიელის სახით თავისებური მაგნიტი გიპოვნიათ, რომელიც არაფრის დიდებით არ შეეგუება თქვენს ხელიდან გაშვებას. ამასთან ერთად, ამ ადამიანებს გარკვეული სისასტიკეც ახასიათებთ იმ შემთხვევაში, თუკი საყვარელი ადამიანი დაშორებას მოინდომებს მასთან. მორიელი ასეთ დროს საკმაოდ სახიფათო და დაუნდობელია. ამიტომ აჯობებს ცეცხლს არ ეთამაშოთ, მორიელის შეყვარებულებო.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: