მთავარი ასტროლოგია ყველაზე ეგოისტი ზოდიაქოს ნიშნები

ყველაზე ეგოისტი ზოდიაქოს ნიშნები

by guramus

ტყუპი – ამ ადამიანების პრობლემა ცვალებადობა და მუდმივი სიახლეების ძიებაა ცხოვრებაში. ტყუპი ჰაერის ნიშანია. შესაბამისად, ზოდიაქო ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს ყველაზე მეტად შეეფერება ეპითეტი “თავქარიანი”. ტყუპს ძალიან არ უყვარს პასუხისმგებლობები და ყოველთვის ცდილობს თავი დაიძვრინოს ამა თუ იმ ვალდებულებისგან.

ოჯახი ტყუპისთვის მისი ტრადიციული გაგებით, მოსაწყენი და ერთფეროვანი რუტინაა. ამიტომ იგი სინდისის ქენჯნის გარეშე ეძებს ხოლმე ძალზე ხშირად გასართობს და გულის გადასაყოლებელს სადმე გარეთ.

მშვილდოსანი – მის ანგარიშზე, როგ19ორც წესი, ათობით გატეხილი გული და იმედგაცრუებული პარტნიორია. კაცმა რომ თქვას, ბუნებით გულღია და ოპტიმისტ მშვილდოსანს ცუდი განზრახვა არც ერთი, მორიგი “ლოვ-სთორის” დაწყებისას არ გააჩნია.

მაგრამ მას წრეგადასულად უყვარს საკუთარი თავისუფლება, სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ უფრო სერიოზულ ურთიერთობებს ეს ადამიანი ცეცხლივით გაურბის და მზადაა ამისთვის “ეგოისტის” იარლიყიც ამაყად ატაროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზოდიაქოს ყველაზე თბილები და მოსიყვარულეები

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც მეგობრის გადასარჩენად ქვესკნელში ჩავა და ეშმაკს კისერს მოუგრეხს

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: