მთავარი საკითხავი ჩახუტებამ შეიძლება გათქვას თქვენი ურთიერთობის დეტალები

ჩახუტებამ შეიძლება გათქვას თქვენი ურთიერთობის დეტალები

by guramus

image
ადამიანი ცხოვრობს ნიშნების სამყაროში, მაგალითად ჩვენ ბევრი რამ შეგვიძლია ვთქვათ ადამიანზე მისი სიარულის მანერის მიხედვით. მაგრამ რისი ვარაუდი შეიძლება ადამიანების ურთიერთობებზე მათი ჩახუტების მანერით?

დამცველი

დამცველი

ასეთი ჩახუტება კაცებს ახასიათებთ, პარტნიორი მათ წინ დგას ზურგით და ისინი წელზე ეხვევიან მას. ეს არის დაცვა და იმედი, პარტნიორი თავს იმედიანად გრძნობს, ასეთი ჩახუტება ნდობის საფუძველს იძლევა.

ზურგზე ხელის მოხვევა

image

ასეთი ჩახუტება დაწყნარების ტიპიური გამომხატველია, ამ დროს ადამიანები ერთმანეთს ახსენებენ რამდენად ძვირფასები არიან . ზურგზე მოხვევისას ადამიანი ხედავს რა ხდება მეორე ადამიანის ზურგს უკან, ამიტომ ასე ჩახუტება ძალიან ამაღელვებელია ამბობს ვუდსი (ექსპერტი ადამიანის სხეულთა ენაში)

ზურგზე მიტყაპუნება

image

ეს სუფთა მეგობრული დამოკიდებულებაა, ასეთ ჩახუტებაში არ არის არცერთი წვეთი რომანტიკა, ძირითადად ასე ძმაკაცები ეხუტებიან ერთმანეთს და ზურგზე უტყაპუნებენ ხელებს, თუკი ბიჭი გოგოს ასეთ სტილზე ხშირად ეხუტება ე.ი. მათი ურთიერთობა ჯერ გასაღვივებელია.

ჩახუტება “წყნარი ცეკვა”

image

აი ეს კი ნამდვილად რომანტიული ჩახუტებაა. ბიჭი ეხუტება გოგოს, მისი ხელები გოგონას წელზეა მოხვეული, ხოლო გოგონა მას კისერზე ეხვევა. ასეთი ჩახუტება უფრო სკოლის სიყვარულს გვახსენებს.

მეგობრული ჩახუტება

image

ასეთი სტილის ჩახუტება სუფთა მეგობრულია. ერთი ადამიანი მეორეს ეყრდნობა მხარზე, აქ არაა არანაირი რომანტიკა. ნდობა და მეგობრობა აი რას გამოხატავს ეს სტილი.

ჩახუტება “კლიტე”

image

ეს ყველაზე მეტად მიუთითებს ადამიანების დაკარგვის შიშზე. ამ ჩახუტების დროს ადამიანები ძალიან მაგრად იხუტებენ მეორე ადამიანს, თითქმის არ იტოვებენ ადგილს ჰაერისთვისაც კი. თითქოს ეშინიათ რომ თუ მოშორდებიან ერთმანეთს ეს დაკარგვის ტოლფასი იქნება.

“მფრინავი” ჩახუტება

image

ამ დროს ბიჭს გოგონა ხელში აჰყავს და ისე იხუტებს, მაგრამ ეს ძირითადად ვნების ჩახუტებაა და შეიძლება ვნების გაქრობა მალევე გამოიწვიოს.

ჩახუტება “ლონდონის ხიდი”

image

ამ დროს გოგო და ბიჭი მხოლოდ თავებით ეხება ერთმანეთს, ეს სრული უნდობლობაა ან განხეთქილება ამ წყვილს შორის

თვალი-თვალში

image

აი ასეთი ჩახუტება ნამდვილი სიყვარულის მანიშნებელია, არა აქვს მნიშვნელობა სხეულების მდგომარეობას როცა თქვენ თვალებით ეფერებით და ეხუტებით ერთმანეთს.

ჩახუტება “ნაჭრის თოჯინა”imageეს არის მდგომარეობა როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ეხუტება, ეს უკანასკნელი კი არ პასუხობს არაფერს. ეს დიდ დისბალანსს იწვევს ურთიერთობაში, როგორც ვიცით არსებობს გამოთქმა რომ “მეგობრობა არ შეიძლება ცალმხრივი იყოს” ასე რომ თუ ეს სიმართლეა, თქვენი ურთიერთობა მეგობრულიც კი არ არის.

“ჯიბის” ჩახუტება

image

ასეთი პოზიცია და ჩახუტება ძალიან დიდი ნდობის და კომფორტის გამომხატველია ორივე ადამიანისთვის. თქვენ იდეალურად ეწყობისთ ერთმანეთს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: