მთავარი საკითხავი პაბლო პიკასოს გენიალური რჩევები და ციტატები

პაბლო პიკასოს გენიალური რჩევები და ციტატები

by guramus

პაბლო პიკასოს გენიალური რჩევები და ციტატები

ყველამ ვიცით XX საუკუნის ყველაზე გენიალური, ცნობილი მხატვრის პაბლო პიკასოს სახელი.

2009 წელს გაზეთ “The Times”-მა პიკასო საუკეთესო მხატვრად შერაცხა, რომელიც ბოლო ასწლეულში დაბადებულა. მისი წარმატების ისტორიის გამეორება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ პიკასოსგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ.
7 რჩევა პაბლო პიკასოსგან.

1.რომ შევქმნათ, საჭიროა გვწამდეს
“შეუძლია იმას, ვინც დარწმუნებულია რომ შეუძლია, არ შეუძლია იმას ვინც დარწმუნებულია რომ არ შეუძლია. ეს განუსჯელი კანონია.”

დარწმუნებულობა მოქმედების შედეგს აკონტროლებს. თუ თქვენ თვლით, რომ შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც, თქვენი ტვინი იწყებს მუშაობას სხვა მიმართულებით და ეძებს გამოსავალს.

2. გააფართოვეთ თქვენი შესაძლებლობების და ცოდნის საზღვრები
“მე ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც არ მეხერხება. ჯობს საბოლოოდ ვისწავლო” განვითრებისთვის საჭიროა ჩვენ თავს წინსვლისკენ ვუბიძგოთ.

3.არ ელოდოთ შთაგონებას, დაიწყეთ
“შთაგონება არსებობს, რომელიც მუშაობის დროს მოდის”

კი, შთაგონება არსებობს, მაგრამ შთაგონება მუშაობის დროს გეწვევათ. არ გაფლანგოთ თქვენი დრო საჭირო მომენტის დასაჭერად, იმოქმედეთ. შთგონება ის კომპონენტია, რომელსაც ძალიან მცირე დოზითაც კი შეუძლია შეცვალოს ყველაფერი.

4. იმოქმედეთ, რაც შეიძლება აქტიურად
“ხვალისთვის გადადეთ მხოლოდ ის, რის დასრულებაც არ გინდათ სიცოცხლის ბოლომდე. მოქმედება – წარმატების საწინდარია.”

უმოქმედოთ, ყველა ინფორმაცია უსარგებლოა. ესაა ყველაზე ეფექტური საშუალება წარმატების მისაღწევად. მოქმედების პროცესში თქვენ უკეთ გაიცნობთ თქვენ თავს და გაეცნობით მუშაობის სპეციფიკას.

5. დასვით სწორი კითხვები
“სხვებმა დაინახეს ის, რაც იყო, და იკითხეს, რატომ? მე დავინახე ის, რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო და ვიკითხე, რატომაც არა?!”

დასვით პოზიტიური კითხვები, რომლებიც აღებენ შესაძლებლობების კარებს. პრაქტიკულად ყველა სიტუაციაში თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ თქვენ თავს კითხვა: “რა არის ამ გამოცდილებაში დადებითი?”. ეს სწრაფი ხერხია თქვენი განწყობა და დამოკიდებულება პოზიტიური გახადოთ.

6. არ განსაჯოთ, და თქვენ შინაგან სილამაზეს დაინახავთ
“ნეტა შეიძლებოდეს ტვინის გათიშვა, და თვალებით აზროვნება”. იცხოვრეთ აწმყოთი და თქვენ ნაკლებს გაანალიზებთ, განსჯით და გადატვირთავთ თქვენს ტვინს უსარგებლო ინფორმაციით.

7. ჯერ არაა გვიანი რომ სიცოცხლით დატკბეთ
“ახალგაზრდობას წლოვანება არ გააჩნია”. არ მისცეთ საშუალება საზოგადოებას გიკარნახოთ რა შეგიძლიათ და რა არა, მხოლოდ თქვენს წლოვანებაზე დაყრდნობით. თუ თქვენ ცხოვრებას პირდაპირხაზოვნად, დროის მონაკვეთად აღიქვამთ, მაშინ გვიანია რამის შეცვლა. ხოლო თუ ისწავლით “აწმყოში” ცხოვრებას, მიხვდებით რომ შეგიძლიათ გააკეთოთ ის რისი გაკეთებაც გინდათ.
დაიწყეთ, ახლავე.

ციტატები

1. თუკი გსურს, შეინარჩუნო პეპლის ფრთების სიპრიალე, არ შეეხო მათ.

2. ფერწერა ბრმების საქმეა. მხატვარი ხატავს არა იმას, რასაც ხედავს, არამედ იმას, რასაც გრძნობს.

3. ასაკში შესვლისას, ქარი ძლიერდება და მუდამ სახეში გირტყამს.

4. ყველა ბავშვი მხატვარია. სირთულე იმაშია, რომ დარჩე მხატვრად ბავშვის ასაკიდან გამოსვლისას.

5. იმისათვის, რომ დახატო, უნდა დახუჭო თვალები და იმღერო.

6. მინდა ვიცხოვრო ისე, როგორც ღარიბმა ადამიანმა ფულით.

7. ადამიანებს შორის ასლი უფრო მეტია, ვიდრე ორიგინალი.

8. ნეტავ, შესაძლებელი იყოს ტვინისგან გათავისუფლება და მხოლოდ თვალებით სარგებლობა.

9. არიან მხოლოდ ორი ტიპის ქალები – ქალღმერთები და ნაგვები.

10. დედაჩემი მეუბნებოდა „თუკი ჯარისკაცი გახდები, გენერალი იქნები, თუკი ბერი გახდები, იქნები წინამძღვარი“. ამის ნაცვლად, მე გავხდი მხატვარი და ვარ – პიკასო.

11. ხვალისთვის მხოლოდ ის გადადეთ, რისი მოსწრებაც არ გინდათ სიკვდილამდე.

12. ჩვენ, ესპანელები – ესაა მესა დილით, კორიდა – შუადღის შემდეგ და ბორდელი – გვიან საღამოს.

13. ყველა ცდილობს ფერწერის გაგებას. რატომ არ ცდილობენ, გაიგონ ჩიტების სიმღერა?

14. როცა ხელოვნებათმცოდნეები ერთად იკრიბებიან, საუბრობენ ფორმაზე, სტრუქტურასა და არსზე. როცა მხატვრები იკრიბებიან ერთად, საუბრობენ იმაზე, თუ სად შეიძლება შეიძინონ საღებავის იაფფასიანი გამხსნელი.

15. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რისი გაკეთებაც არ შემიძლია. ასე ვსწავლობ მას.

16. ერთნი ხედავენ, რაც არის და კითხულობენ, თუ რატომაა. მე ვხედავ, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და ვკითხულობ: „რატომ არაა?“

17. 40 წელი – ეს ის ასაკია, როცა ბოლოსდაბოლოს თავს გრძნობ ახალგაზრდად. მაგრამ, უკვე ძალიან გვიანია.

18. არავინ რომ არ იყოს შესაყვარებელი, კარის სახელურს შევიყვარებდი.

19. ნამდვილი მხატვრები რემბრანდტი და ჯოტო არიან, მე მხოლოდ მასხარა ვარ; ხელოვნებაში მომავალი მათია, ვისაც დაჭყანვა შეუძლია.

20. მომეცით მუზეუმი და მე მას გავავსებ.