მთავარი რჩევები იდეალური მკერდის 7 მტერი

იდეალური მკერდის 7 მტერი

by guramus

თუ პატარა ზომის ბიუსჰალტერი გაცვიათ, სისხლის მიმოქცევა ფერხდება. ზედმეტად თავისუფალი კი ცუდად იჭერს მკერდს. ბიუსჰალტერზე უარის თქმა არ შეიძლება, თუნდაც 1 ზომა მკერთის მფლობელთათვის. დიდი მკერდის პატრონები კი, თუ არ ჩაიცვამენ ბიუსჰალტერს, კანი მასზე მოეშვება და ელასტიურობას დაკარგავს.
ვარჯიშის დროს რეკომენდირებულია სპეციალური სპორტული ბიუსჰალტერის გამოყენება.

მუდმივად მოხრილი ზურგი არც თქვენ მოგიხდებათ და არც თქვენს მკერდს. ამიტომ შეეცადეთ, იაროთ გამართულებმა და არ მ ოიხაროთ.

მკერდის კანი სახისაზე მგრძნობიარეა. ამიტომ ულტრაიისფერი სხივები დამღუპველია მისთვის. მკერდის თავების ირგვლივ ჩნდება ნაოჭები, დეკოლტეს ზონაზე კი პიგმენტური ლაქები, ამიტომაც ნუ აჰყვებით მოდას და ნუ გაირუჯებით ამ ზონაში.

როცა რადიკალურ დიეტაზე ჯდებით, პირველ რიგში, მკერდის ცხიმოვანი ქსოვილი იწყებს წვას. ამიტომაც თქვენმა მკერდმა შეიძლება არა მარტო მკვეთრად ,,დაიკლოს წონაში:, არამედ ჩამოეკიდოს და დაჭკნეს.
მკერდისთვის საერთოდ აკრძალულია მაღალი ტემპერატურა. ის პროვოცირებას უწევს ტონუსის დაცემას და კანის მოშვებას. თუ თქვენ ორთქლის აბაზანების მოყვარული ხართ, მაშინ შეეცადეთ, შემოიფარგლოთ 10-15 წუთით.

როგორც წესი, ორსულობისა და ძუძუთი კვების შემდეგ მკერდი სიმკვრივეს კარგავს, კანზე ჩნდება ნახეთქები, მაგრამ თუ კარგად მოუვლით მას, ამ უსიამოვნო ცვლილებებს მინიმუმამდე დაიყვანთ.