მთავარი რჩევები სენსაცია! უკვე შესაძლებელია ფილტვის კიბოს ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკა

სენსაცია! უკვე შესაძლებელია ფილტვის კიბოს ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკა

by guramus

კენტუკის უნივერსიტეტში შეიმუშავეს ტესტი, რომელიც მედიკოსებს არაწვრილუჯრედოვანი კიბოს სისხლის ანალიზის მეშვეობით დიაგნოსტირებას შეაძლებინებს. ახალი მეთოდი დაავადების გაცილებით ადრეულ სდადიაზე აღმოჩენის საშუალებას იძლევა, ვიდრე რენტგენოგრაფიული ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა.

ტესტი ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს ორგანიზმში გამომუშავებული ზოგიერთი ანტიგენის აღმოჩენას ეფუძნება. ის, როგორც გამოკვლევის ხელმძღვანელი ამბობს, მაღალი (90%-იანი) სიზუსტით გამოირჩევა და ავთვისებიან სიმსივნეს რენტგენოგრამზე გამოჩენამდე 3-5 წლით ადრე აღმოაჩენს.

ტესტი ძალზე მგრძნობიარე და სპეციფიკურია. ცრუ დადებითი და ცრუ უარყოფითი შედეგი ასიდან 10-15 შემთხვევაშია მოსალოდნელი, ეს კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რენტგენოგრაფიის შედეგად მცდარი დიაგნოზის დასმის ალბათობა.

ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოდაავადებაა, რომელიც მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩვა. მსოფლიოში ყოველდღიურად ფილტვის კიბოს 10 მილიონამდე ახალი შემთხვევა აღირიცხება, თანაც ამ ავადმყოფთა ნახევარი დიაგნოზის დასმის პირველივე წელს იღუპება. მაღალი სიკვდიალიანობის მიზეზად სწორედ დაგვიანებული დიაგნოსტიკას მიიჩნევე. ადრეულ ეტაპზე ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შემთხვევათა მხოლოდ 25% დიაგნოსტირდება.

თუ ახალი მეთოდის საიმედოობა უფრო ფართომასშტაბიანმა კვლევებმაც დაადასტურა, კიბოს გამოსავლენად ეს ტესტი ჩაუტარდება ფილტვის კიბოს მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ ყველა პირს, სახელდობრ, მწეველებს.