მთავარი საკითხავი „ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება, ეს ხომ ასე უბრალო რამეა.“ – ერიხ მარია რემარკი

„ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება, ეს ხომ ასე უბრალო რამეა.“ – ერიხ მარია რემარკი

by guramus

ერიხ მარია რემარკი “ტრიუმფალური თაღი” (ამონარიდები)

“სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყფილია მისი ადგილი მუზეუმშია”.

“ადამიანი დიდია თავის ძრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც”.

“მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს”.

„ვის ესაჭიროება მორალი სიყვარულში? მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.“

„– რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ.
– ხოლო ყველაფერი, რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოცხეთად აქცევს ხოლმე.
– როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?
– სწორედ იმიტომ, რომ ის წარსულია.“

„რატომ არიან ღვთის მორწმუნენი ასე შეუწყნარებელნი? ყველაზე მსუქბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.“

“შეიძლება გახდე მთავრანგელოზი, მასხარა, დამნაშავე-და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ,ღილი მოგწყდა სადმე-ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს”.

“შეყვარება შეიძლება,განებრივება არა”.

„რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია მხოლოდ მშვიდობიან დროს.“

„სიკვდილი – აი რაშია ჭეშმარიტი სიდიადე, მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას და ისიც ცოტახნით.“

„მე ხომ ათეისტი არა ვარ. მე უბრალოდ, არ მწამს ღმერთი.“

„იაფფასიანი მხოლოდ ის არის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ.“

“თუ რაიმეს გაკეთება გინდა,არასოდეს იკითხო,ამას რა მოჰყვება,თორემ ვერასოდეს გააკეთებ”.

“გიყვარს- ეს ნიშნავს მასთან ერთად დაბერება გინდა”.

„სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.“

„გინდა გაანადგურო ადამიანი იმის გამო, რომ გიყვარს? მოკლა იმის გამო, რომ მეტისმეტად გიყვარს?“

“მთელი მარადისობაა თუ ნამდვილად უბედური ხარ”.

„რასაც კი სხეული ეხება, – ლოგინი, თეთრეული, აბაზანაც კი – როგორც კი ადამიანის სითბოს მოსცილდება, იმწამსვე კვდება. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.“

“ვინც მართლა დაღუპულია,ის არაფერს ამბობს”.

„განა შეიძლება იყოს სიყვარული სრულყოფილი, თუ ყოველღამე დაძინებისთანავე ვკარგავ?“

„არაფერი ისე არ ქანცავს ადამიანს, როგორც ყბედობა.“

“არიან ადამიანები რომლებიც არასოდეს არ გვავიწყდებიან”.

“თუ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ მარადიულნი და უკვდავნი ვართ”.

„ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.“

„თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.“

“საერთოდ სულერთია სად იცხოვრებს ადამიანი. მთავარი ის კი არ არის, უფრო მდიდრულად იქნები მოწყობილი თუ ნაკლებად, მთავარია ის, რაზე ვფანტავთ ჩვენს ცხოვრებას”.

„ადამიანი უსიყვარულოდ იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში.“

„ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.“

„აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღით ისე, როგორც მუდმივად არ შეგიძლია აცხოვრო და მას აუცილებლად დაკარგავ.“

„ვიდრე ცოცხალი ხარ არავის ენაღვლები, მოკვდები და არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები.“

„განა შეიძლება სიმართლე იყოს ბნელში ნათქვამი სიტყვა? ნამდვილი სიტყვებისთვის კაშკაშა შუქია საჭირო.“

„განა შენ ჩემი ბედნიერება არა ხარ – ბედნიერება უფესვოდ? მსუბუქი, როგორც ღრუბელი და ნათელი, როგორც პროჟექტორის შუქი! მოდი გაკოცო! ჯერ არასოდეს არ ყოფილა სიცოცხლე ასე ძვირფასი როგორც დღეს, როცა ასე ცოტა ღირს.“

“ხანდახან მგონია კუბოში ვწევარ. მწუხრის უღიმღამო საათებში ვიძირები”.

„ადამიანი უფრო უჯერებს იმას, ვისაც არ იცნობს.“

„ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რასმე ფეხს და დაეცემა.“

„სიყვარული ახსნა–განმარტებებს ვერ ითმენს, მას ესაჭიროება მხოლოდ ქცევები.“

„ყველა უბედურებას მაშინ მიეცა დასაბამი, როცა აზროვნების უნარი შევიძინეთ.“

“ადამიანი ყოველთვის გამონახავს შირმას,რომელსაც ამოეფარება ხოლმე,რათა ადამიანურობის ყველაზე უფრო უბრალო კანონებს გვერდი აუაროს”.

“განა შეიძლება მარტოხელა ადამიანის მხიარულება?”

„შეურაცხყოფისგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისგან კი არა.“

„ყველაზე უფრო დაუჯერებელი ამბავი, ყველაზე უფრო ლოგიკური აღმოჩნდება ხოლმე.“

„ძალაუფლება ყველაზე უფრო გადამდები სნეულებაა დედამიწაზე.“

„ვინც მოკვლით იმუქრება, არასოდეს მოკლავს.“

„ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს, მთავარია რომელი რომელს დაასწრებს.“

“როცა ადამიანს აღარაფერი რჩება ცხოვრებაში, მცირესაც დიდ მნიშვნელობას აძლევს ხოლმე”.

„ბედნიერება იწყება შენით და შენითვე თავდება, ეს ხომ ასე უბრალო რამეა.“

„ადამიანი ვერასოდეს გამოიწრთობა, შეუძლია მხოლოდ ბევრ რამეს მიეჩვიოს.“

„ყველაზე მძიმე დროსაც უნდა ვიფიქროთ ერთგვარ ფუფუნებაზე.“

„დედამიწაზე ყველაფრისათვის არის ადგილი, მხოლოდ ადამიანებს ადგილი ვერ მოიძებნა.“

“თუ კრისტალი ეჭვის მძიმე ჩაქუჩის ქვეშ დაიმსხვრა, უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ დაწებება შეიძლება, მეტი არაფერი. აწებე, იცრუე და უყურე, როგორ გაჭირვებით აირეკლავს სხივებს,იმის ნაცვლად რომ დამაბრმავებელი შუქით ციალებდეს! არაფერი არ ბრუნდება,არაფერი არ აღსდგება! ”

„სიკეთე ადამიანს ძალას მატებს, თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია.“

„მარტოობას ყველა ნელ-ნელა შევეჩვევით. ის, რაც ოდესღაც ერთმანეთთან გვაკავშირებდა, ახლა დარღვეულია.“

„მიცვალებულნი დაასაფლავე და კბილებით ჩაეჭიდე ცხოვრებას. დრო სწრაფმავალია. გაძლება – აი რა არის მთავარი.“

“ცდილობ ხელოვნურად გააგრძელო ის რაც სიცოცხლეში ერთხელ ხდება და არ მეორდება”.

“ზოგჯერ არ გვსურს ყველაფერი ვიცოდეთ”.

„სიყვარული! რა არ აფარებს თავს ამ სახელს… ნაზი და საამოდ ტკბილი სხეულისაკენ მიდრეკილებაც და სულის უნაზესი აფორიაქებაც. არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა. არ მეგონა თუ ხელახლა მომევლინებოდა. მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა. ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს. და რაც იწვის გრძნობის ხანძარში უკეთ, ვიდრე ცინიზმი – საბედისწერო ჟამთა სიავის წლებში დამზადებული საწვავი?“

„სიყვარულს ჩირქს არ სცხებენ მეგობრობით. დასასრული არის დასასრული.“